დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330141224010127036
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №108I-24 თბილისი
პ-ი თ 108I -24 21 ნოემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. პ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მსჯავრდებულ თ. პ-ს პირადი საქმის მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 ივნისის განაჩენით:
თ. პ-ი (დაბადებული: .. წლის .. დეკემბერს, პირადი ნომერი – ....) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის სასჯელის დაუნიშნავად;
თ. პ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 16 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, თ. პ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 წლით.
თ. პ-ს სასჯელი აეთვალა დაკავებიდან 2019 წლის 30 სექტემბრიდან;
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, როგორც ნარკოტიკული საშუალების ხელშემწყობს, თ. პ-ს 5 წლით ჩამოერთვა:
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; ხოლო 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 22 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება:
თ. პ-ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
თ. პ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გათავისუფლდა სასჯელისგან;
თ. პ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ¼-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით;
თ. პ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 16 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, თ. პ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 16 წლით;
თ. პ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავებიდან 2019 წლის 30 სექტემბრიდან.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თ. პ-ს 5 წლით ჩამოერთვა:
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; ხოლო 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 მარტის განაჩენით:
თ. პ-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გათვალისწინებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს – თავისუფლების აღკვეთას 1 წლით, ნაწილობრივ მიემატა წინა განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 მაისის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან სასჯელის ნაწილი 10 წლით, 4 თვითა და 3 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. პ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის, 4 თვითა და 3 დღით;
მსჯავრდებულ თ. პ-ს სასჯელი აეთვალა ბოლო განაჩენის გამოტანის მომენტიდან 2024 წლის 15 მარტიდან.
4. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით დადგენილი წესით, მსჯავრდებულ თ. პ-ის მიმართ ამნისტიის გამოყენების მიზნით, პირადი საქმე გაეგზავნა გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით:
თ. პ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე შემცირებული, ძირითადი სასჯელი 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 5 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
თ. პ-ს მიმართ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 მაისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულ სასჯელზე არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული ამნისტია.
თ. პ-ის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 მარტის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულ სასჯელზე არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული ამნისტია.
საბოლოოდ, თ. პ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 მარტის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 მაისის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 მარტის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა თ. პ-მა. საჩივარში მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ მუხლებზე, რომლებსაც მას მსჯავრი დაედო, ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა წარმოდგენილი საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. განსახილველ შემთხვევაში, თ. პ-ი მსჯავრდებულია ორი განაჩენით, კერძოდ:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 მაისის განაჩენით – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით (,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე, გათავისუფლდა სასჯელისგან), სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, აგრეთვე სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის; ხოლო, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 მარტის განაჩენით – საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად:
¼-ით შეუმცირდება დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა), გათვალისწინებული დანაშაული.
4. ამავე კანონის მე-7 მუხლი გამორიცხავს მოცემული ამნისტიის გავრცელებას იმ დანაშაულებზე, რომლებიც გათვალისწინებულია მათ შორის – საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 378-ე−379-ე მუხლებით.
5. როგორც აღინიშნა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 მაისის განაჩენით თ. პ-ი მსჯავრდებულია სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც განსაზღვრული აქვს ერთი სასჯელი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა (კერძოდ, მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით), რომელზეც როგორც აღინიშნა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება არ ვრცელდება. ანალოგიურად არ ვრცელდება ,,ამნისტიის კანონი“ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 მარტის განაჩენით – საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზეც. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში სრულად შეესაბამება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით დადგენილ საკანონმდებლო მოთხოვნებს.
6. რაც შეეხება დარჩენილ მუხლებს, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს, ვინაიდან, თ. პ-ს ხსენებული სასჯელი დანიშნული აქვს სწორედ მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მასზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გავრცელდა ამნისტიის კანონი და ¼-ით მართებულად შეუმცირდა, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ, ამ ნაწილში მას მიესაჯა 5 წელი, 7 თვე და 15 დღე.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ თ. პ-ს საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ თ. პ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი