ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N080141124010141700
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე 230I-24 თბილისი
დ. ტ., 230I -24 17 დეკემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი,ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ტ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ქ-ს საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მსჯავრდებულ ტ. დ-ს, – დაბადებულის ... წლის ....., – საქმის მასალების მიხედვით:
2. ხელვაჩაურის რიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით ტ. დ. ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მიესაჯა – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ივნისის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 იანვრის განჩინებით ტ. დ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ გავრცელდა.
5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით ტ. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა – 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაემატა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის განაჩენით შეფარდეებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 5 წლით, 5 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა – და საბოლოოდ, განესაზღვრა – 6 წლით, 2 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2021 წლის 8 ოქტომბრიდან.
6. №. პენიტენციური დაწესებულების ცნობის შესაბამისად, ტ. დ.ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე, სასჯელის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთის) მოსახდელი ნაწილი შეუმცირდა 75 დღით და სასჯელის მოხდას კალენდარულად ასრულებს 23.10.2027 წელს.
7. 2024 წლის 4 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის №2 პენიტენციური დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, მიიღო მსჯავრდებულ ტ. დ-ს პირადი საქმე.
8. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 ნოემბრის განჩინებით:
ტ. დ.ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, ერთი მეექვსედით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ივნისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი და განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; ასევე – ერთი მეექვსედით შეუმცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი და განესაზღვრა – 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მიესაჯა – 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
უცვლელად დარჩა ტ. დ-სათვის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეფარდებული სასჯელი – 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მთლიანად დაემატა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ივნისის განაჩენით შეფარდებული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 5 წლით, 5 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განესაზღვრა – 6 წლით, 2 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2021 წლის 8 ოქტომბრიდან;
ცნობად იქნა მიღებული, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე, ტ. დ.ს სასჯელის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა) მოსახდელი ნაწილი შემცირებული აქვს 75 დღით.
8. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 ნოემბრის განჩინება გაასაჩივრა ტ. დ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ქ-მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების შეცვლას და მსჯავრდებულის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის სწორად აღსრულებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ტ. დ-ს მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეფარდებულ სასჯელზე მართებულად არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი, რამეთუ ამავე კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამნისტია არ ვრცელდება, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე. ამავდროულად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, მართებულად შემცირდა ერთი მეექვსედით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ივნისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა – 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მიესაჯა – 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მაგრამ, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ტ. დ.ს არასწორად განესაზღვრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით საბოლოოდ მოსახდელი სასჯელი, რამეთუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს – 9 თვით თავისუფლების აღკვეთას უნდა დამატებოდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ივნისის განაჩენით შეფარდეებული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წლით, 6 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა – და საბოლოოდ, უნდა განსაზღვროდა – 5 წლით, 3 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე, შემცირებული 75 დღის გათვალისწინებით, მოსახდელად უნდა დარჩენოდა – 5 წლით, 1 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა.
3. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ტ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ქ-ს საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 ნოემბრის განჩინება უნდა შეიცვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ტ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ქ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 ნოემბრის განჩინება შეიცვალოს;
3. ცვლილება შევიდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 ოქტომბრის განაჩენში:
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს – 9 თვით თავისუფლების აღკვეთას დაემატოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ივნისის განაჩენით შეფარდეებული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წლით, 6 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა – და საბოლოოდ, ტ. დ.ს განესაზღვროს – 5 წლით, 3 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე, შემცირებული 75 დღის გათვალისწინებით, მოსახდელად დარჩეს – 5 წლით, 1 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალოს 2021 წლის 8 ოქტომბრიდან.
5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 ნოემბრის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
6. გაჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი