საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1362აპ-24 3 ივნისი, 2025 წელი
ა-ი ე., №1362აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 4 ოქტომბრის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის – ვაჟა თოდუას – და მსჯავრდებულ ე. ა-ის ადვოკატის – ა. ბ-ის – საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ე. ა-ს -- ბრალად ედებოდა:
ა) წამება, ესე იგი, პირისათვის ისეთი პირობების შექმნა და ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციის და აღიარების მიღება, პირის დაშინება, იძულება და პირის დასჯა მის მიერ ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის, ჯგუფურად, ანგარებით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ლ“ ქვეპუნქტებით;
ბ) გამოძალვა, ესე იგი, სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების, სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების და ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები, ჯგუფურად და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
1.2. მ. მ.ს - ბრალად ედებოდა:
ა) ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ესე იგი, ადამიანის გაყიდვა და მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება, თაღლითობით და მოტყუებით, ადამიანის გადაბირება და გადაცემა ექსპლუატაციის მიზნით, მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენებით (პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ჩამორთმევით, კონტროლით, თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვით, ოჯახის წევრსა და სხვა პირთან კომუნიკაციის, მათ შორის, მიმოწერისა და სატელეფონო კონტაქტის, შეზღუდვით და კონტროლით, დამაშინებელი გარემოს შექმნით), წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1431-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით;
ბ) წამება, ესე იგი, პირისათვის ისეთი პირობების შექმნა და ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციის და აღიარების მიღება, პირის დაშინება, იძულება და პირის დასჯა მის მიერ ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის, ჯგუფურად, ანგარებით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ლ“ ქვეპუნქტებით;
გ) გამოძალვა, ესე იგი, სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების, სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების და ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები, ჯგუფურად და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
1.3. ე. მ.ს -- ბრალად ედებოდა:
ა) ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ესე იგი, ადამიანის გაყიდვა და მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება, თაღლითობით და მოტყუებით, ადამიანის გადაბირება და გადაცემა ექსპლუატაციის მიზნით, მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენებით (პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ჩამორთმევით, კონტროლით, თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვით, ოჯახის წევრთან და სხვა პირთან კომუნიკაციის, მათ შორის, მიმოწერისა და სატელეფონო კონტაქტის, შეზღუდვით და კონტროლით, დამაშინებელი გარემოს შექმნით), წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1431-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით;
ბ) წამება, ესე იგი, პირისათვის ისეთი პირობების შექმნა და ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციის და აღიარების მიღება, პირის დაშინება, იძულება და პირის დასჯა მის მიერ ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის, ჯგუფურად, ანგარებით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ლ“ ქვეპუნქტებით;
გ) გამოძალვა, ესე იგი, სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების, სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების და ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები, ჯგუფურად და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
1.4. მ. მ.ის და ე. მ.ის ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
1.4.1. მ. მ.მა და ე. მ.მა შეიმუშავეს ფ. გ-ის გაყიდვის (ადამიანის ვაჭრობის ტრეფიკინგის) და მის მიმართ უკანონო გარიგების გეგმა. 2022 წლის ოქტომბერში, თ-ში, სოფელ ფ-ში, ე. მ.მა და მ. მ.მა, ფ. გ-ს მოტყუებით შესთავაზეს გამგზავრებულიყო ი-ში, სადაც, თითქოს თავად გააგზავნიდნენ გასაყიდ ავტომობილებს, რომელიც უნდა მიეყვანა ვინმე “მ. ბ-დთან“, რის შემდეგ მიიღებდა შესაბამის ანაზღაურებას. ფ. გ-ისგან თანხმობის მიღების შემდეგ, ე. მ.მა და მ. მ.მა ადამიანის მიმართ უკანონო გარიგების მიზნით, თაღლითური მოლაპარაკება აწარმოეს, ი-ში მყოფ ვინმე “მ. ბ-დთან“. მ. მ.ი და ე. მ.ი, ი-ს მოქალაქე ვინმე “მ. ბ-დთს“ გაურიგდნენ, რომ მასზე გადასაცემი 50 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, მიჰყიდდნენ და გადასცემდნენ ფ. გ-ს. სამუშაოს დაპირებით გადაბირებული ფ. გ-ი, 2022 წლის 6 ნოემბერს, მ. მ.ის და ე. მ.ის დაგეგმილი მარშრუტით ჩავიდა ი-ის ი- რესპუბლიკაში. მ. მ.ის და ე. მ.ის მითითებით, მივიდა ვინმე “მ. ბ-დთან“, სადაც იგი დაატყვევეს და მიუჩინა მცველები. ეს უკანასკნელი ჩააყენეს მონობის თანამედროვე პირობებში და მას არ შეეძლო ამ გარემოების შეცვალა ვინმე “მ. ბ-დთან“ დამოკიდებულების გამო, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ მას ჩამოართვეს პასპორტი, მუდმივად აკონტროლებდნენ და ძალადობდნენ, შეზღუდული ჰქონდა თავისუფლად გადაადგილება, უკონტროლებდნენ ოჯახის წევრსა თუ სხვა პირთან კომუნიკაციას, მათ შორის, მიმოწერასა და სატელეფონო კონტაქტს, შეუქმნეს დამაშინებელი გარემო და 2023 წლის 1 თებერვლამდე ამ მდგომარეობაში ამყოფებდნენ.
1.5. ე. ა-ის, მ. მ.ის და ე. მ.ის ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
1.5.1. ე. ა-მა, მ. მ.მა და ე. მ.მა გადაწყვიტეს, დაესაჯათ გ. გ-ი, ვინაიდან მან უარი განაცხადა შეესრულებინა ე. მ.ისათვის მიცემული პირობა – ა-ს რესპუბლიკიდან უკანონოდ შემოეტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. ასევე – მისგან მოეპოვებინათ ინფორმაცია, ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფლის თაობაზე და გამოეძალათ თანხა. აღნიშნულის განსახორციელებლად, 2022 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით, 20:30 საათზე, ე. მ.ი და მ. მ.ი, ამ უკანასკნელის მიერ მართული ავტომობილით (სახელმწიფო ნომრით – ---), თ-ში, გ-ს ქუჩის N--ს მიმდებარედ, შეხვდნენ გ. გ-ს, რომელიც მოტყუებით მიიყვანეს ე. მ.ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე თ-ი, ფ-ა, ი----ში, სადაც ე. მ.მა, მ. მ.მა და საცხოვრებელ სახლში მისულმა ე. ა-მა დაზარალებულზე იძალადეს, კერძოდ, ძალით შეიყვანეს სააბაზანო ოთახში, დასვეს სკამზე და ასველებდნენ ცივი წყლით. აღნიშნულის შემდეგ, ე. მ.მა, მ. მ.მა და ე. ა-მა სველ მდგომარეობაში მყოფი გ. გ-ი, ძალადობით გაიყვანეს საცხოვრებელი სახლის ეზოში, სადაც ასევე უწყვეტად ძალადობდნენ, ურტყამდნენ თავისა და ტანის არეში და ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით. დაზარალებული სთხოვდა, შეეწყვიტათ მისი წამება და შეეყვანათ საცხოვრებელ სახლში, თუმცა ე. მ.ი, მ. მ.ი და ე. ა-ი, ნახევარი საათის განმავლობაში, დაზარალებულის მიმართ, უწყვეტად ძალადობდნენ. ამავე პერიოდში, მ. მ.მა, გ. გ-ის დაშინების მიზნით, ამ უკანასკნელის ფეხების მიმართულებით, იარაღიდან გაისროლა. ამასთან, მ. მ.მა გ. გ-ს გადასცა იარაღი და მოსთხოვა თვითმკვლელობა. დაზარალებულმა, რომელიც ე. მ.ის, მ. მ.ის და ე. ა-ის მიერ წამების შედეგად განიცდიდა ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას, ასევე ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, სცადა თვითმკვლელობა, თუმცა იარაღში ვაზნა არ იყო მოთავსებული და აღნიშნული ემსახურებოდა თვითმკვლელობის იმიტაციის შექმნას, რათა უწყვეტად გაგრძელებულიყო დაზარალებულის ფსიქიკური და მორალური ტანჯვა. აღნიშნულის შემდეგ, დაზარალებული კვლავ ძალადობით შეიყვანეს საცხოვრებელ სახლში, სადაც მოსთხოვეს გადაეცა თანხა – 50 000 აშშ დოლარის ოდენობით, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრნენ მისი და ახლო ნათესავების სიცოცხლის მოსპობით. ამავდროულად, დაზარალებულის მიმართ უწყვეტად ძალადობდნენ, სთხოვდნენ აღიარებისა და ინფორმაციის მიღებას, თუ სად ინახებოდა ნარკოტიკული საშუალება. კვლავ შეიყვანეს სააბაზანო ოთახში, სადაც ძალის გამოყენებით დასვეს სკამზე და 15-20 წუთის განმავლობაში ასველებდნენ ცივი წყლით. სველ მდგომარეობაში მყოფი გ. გ-ი, კვლავ მისი ნების საწინააღმდეგოდ, გაიყვანეს საცხოვრებელი სახლის ეზოში და უწყვეტად გააგრძელეს ძალადობა. დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ, გ. გ-ი შეიყვანეს საცხოვრებელ სახლში, სადაც მის გასაგონად და დასაშინებლად, ფსიქიკური და მორალური ტანჯვის უწყვეტად გაგრძელების მიზნით განაცხადეს, რომ წაიყვანდნენ მდინარე მტკვრის ნაპირზე და მოკლავდნენ. ისინი დაუკავშირდნენ ბ. ა-ს და ე. ჯ-ს, რომელთა თანხლებით, ე. მ.მა და მ. მ.მა გ. გ-ი, მისი ნების საწინააღმდეგოდ, მოათავსეს მ. მ.ის მიერ მართულ ავტომობილში (სახელმწიფო ნომრით – ---) და მიიყვანეს დაუსახლებელ ადგილზე, გადმოიყვანეს ავტომობილიდან, რის შემდეგ, მ. მ.მა დაზარალებულს განუცხადა, ჩაედინა თვითმკვლელობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შვილს მოუკლავდნენ. დაზარალებულმა მისი წამების დასრულებისა და შვილის სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით, მ. მ.ის მიერ მიწოდებული იარაღიდან სცადა თვითმკვლელობა, თუმცა იარაღში ვაზნა ისევ არ იყო მოთავსებული და აღნიშნული კვლავ ემსახურებოდა თვითმკვლელობის იმიტაციის შექმნას, რათა უწყვეტად გაგრძელებულიყო დაზარალებულის ფსიქიკური და მორალური ტანჯვა. აღნიშნულის შემდეგ, მისი ნების საწინააღმდეგოდ, კვლავ მოათავსეს მ. მ.ის მიერ მართულ ავტომობილში, რომელშიც ე. მ.ი და მ. მ.ი ემუქრებოდნენ მისი და ახლო ნათესავების სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული მუქარის სისრულეში თითქოს მოყვანისა და დაშინების მიზნით, დაზარალებული კვლავ გადმოიყვანეს ავტომობილიდან, რის შემდეგ, მ. მ.მა გ. გ-ის დაშინების მიზნით, გაისროლა ამ უკანასკნელის ფეხების მიმართულებით. ამასთან, მ. მ.მა, გ. გ-ის გადასცა იარაღი და მოსთხოვა, საკუთარი ფეხების მიმართულებით გაესროლა. დაზარალებულმა შეასრულა აღნიშნული მოთხოვნა, რაც ე. მ.მა გადაიღო მობილური ტელეფონით. გ. გ-ი კვლავ მიიყვანეს ე. მ.ის საცხოვრებელ სახლში, სადაც ე. მ.მა და მ. მ.მა დაზარალებულს ძალადობით გახადეს ტანისამოსი და მოსთხოვეს ეღიარებინა, რომ თითქოს მან ვერ გადაიხადა ი-დან გამოგზავნილი ნარკოტიკული საშუალების ღირებულება, რის გამოც, ი-ში მძევლად ჩაგდებული ჰყავდათ ადამიანი, რასაც გადაიღებდნენ ვიდეოჩამწერი მოწყობილობით. დაზარალებულმა შეასრულა აღნიშნული მოთხოვნა, რაც ე. მ.მა გადაიღო მისი მობილური ტელეფონით. გ. გ-ის მიმართ ზემოაღნიშნული ქმედებები გრძელდებოდა, დაახლოებით, 11 საათის განმავლობაში. ე. მ.ის, მ. მ.ის და ე. ა-ის ქმედებების ხასიათის, ინტენსივობის და ხანგრძლივობის შედეგად გ. გ-მა მიიღო ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ფსიქიკური და მორალურ ტანჯვა.
1.5.2. საცხოვრებელ სახლში, ე. მ.მა, მ. მ.მა, ბ. ა-მა და ე. ჯ-მა, გ. გ-ს მოსთხოვეს, გადაეცა თანხა 50 000 აშშ დოლარის ოდენობით, წინააღმდეგ შემთხვევაში, იძალადებდნენ მისი და ახლო ნათესავების მიმართ და გაავრცელებდნენ ე. მ.ის მიერ გადაღებულ ვიდეოს, რომელიც არსებითად დააზიანებდა მის უფლებებს. როდესაც იგი დასთანხმდა 50 000 აშშ დოლარის გადახდას, 2022 წლის 24 დეკემბერს, დაახლოებით, 08:00 საათზე, გამოუშვეს საცხოვრებელი სახლიდან. აღნიშნულის შემდეგ, ე. მ.ი, მ. მ.ი და ე. ა-ი სისტემატურად უკავშირდებოდნენ დაზარალებულს და ითხოვდნენ თანხის გადაცემას. 2023 წლის 4 იანვარს, თ-ში, მეტროსადგურ „ი-ს“ მიმდებარედ, მ. მ.ი, ე. ჯ-ი და ბ. ა. შეხვდნენ გ. გ-ს, რომელიც ე. ჯ-ის მიერ მართული ავტომობილით მიიყვანეს ე. მ.ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე: თ-ი, ფ-ა, ი----ში, სადაც დახვდნენ ე. მ.ი და ე. ა-ი. საცხოვრებელ სახლში, გ. გ-ს კვლავ მოსთხოვეს, გადაეცა თანხა 50 000 აშშ დოლარის ოდენობით. ამავდროულად, მ. მ.ი და ე. მ.ი გ. გ-ს ემუქრებოდნენ, რომ სოციალურ ქსელში გაავრცელებდნენ ე. მ.ის მიერ გადაღებულ ვიდეოს, რომელიც არსებითად დააზიანებდა დაზარალებულის უფლებებს. ვინაიდან დაზარალებულმა არ გადაიხადა თანხა, 2023 წლის 11 იანვარს, სოციალურ ქსელ “---”-ზე გავრცელდა ე. მ.ის მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც დაზარალებული გ. გ-ი აღიარებდა, თითქოს ვერ გადაიხადა ი-დან გამოგზავნილი ნარკოტიკული საშუალების ღირებულება, რის გამოც, ი-ში მძევლად ჩაგდებული ჰყავდათ ადამიანი. ასევე, ემუქრებოდნენ მისი შვილის სიცოცხლის მოსპობით და აღნიშნული მუქარის რეალურად აღქმის მიზნით, სოციალურ ქსელ “-”-ზე გავრცელდა დაზარალებულის შვილის ფოტოსურათი და ამ სოციალური ქსელის მომხმარებლებისგან ითხოვდნენ მისი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით:
2.1.1. ე. ა-ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე;
2.1.2. ე. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა:
· საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით და 6 თვით;
· საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 6 თვით;
2.1.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, ე. ა-ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით და 6 თვით;
2.1.4. ე. ა-ს სასჯელის ვადა აეთვალა 2023 წლის 26 იანვრიდან;
2.1.5. მ. მ.ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1431-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;
2.1.6. მ. მ.ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე;
2.1.7. მ. მ.ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა:
· საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
· საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
2.1.8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, მ. მ.ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
2.1.9. მ. მ.ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა 2023 წლის 26 იანვრიდან;
2.1.10. ე. მ.ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1431-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;
2.1.11. ე. მ.ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ლ“ ქვეპუნქტებით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე;
2.1.12. ე. მ.ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა:
· საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით და 6 თვით;
· საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 6 თვით;
2.1.13. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ე. მ.ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით და 6 თვით;
2.1.14. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი;
2.1.15. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ე. მ.ს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით და 6 თვით;
2.1.16. ე. მ.ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა 2023 წლის 26 იანვრიდან.
2.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2.2.1. ე. მ.მა, მ. მ.მა და ე. ა-მა გადაწყვიტეს, დაესაჯათ გ. გ-ი, ვინაიდან მან უარი განაცხადა, შეესრულებინა ე. მ.ისათვის მიცემული პირობა – ა-ს რესპუბლიკიდან უკანონოდ შემოეტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. ასევე – მისგან მოეპოვებინათ ინფორმაცია, ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფლის თაობაზე და გამოეძალათ თანხა. აღნიშნული მიზნით, 2022 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, ე. მ.ი და მ. მ.ი, ამ უკანასკნელის მიერ მართული ავტომობილით (სახელმწიფო ნომრით – ---), თ-ში, გ-ს ქუჩის N--ს მიმდებარედ შეხვდნენ გ. გ-ს, რომელიც მოტყუებით მიიყვანეს ე. მ.ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე: თ-ი, ფ-ა, ი----ში, სადაც ე. მ.მა, მ. მ.მა და საცხოვრებელ სახლში მისულმა ე. ა-მა დაზარალებული ძალით შეიყვანეს სააბაზანო ოთახში, დასვეს სკამზე და დაასველეს ცივი წყლით. აღნიშნულის შემდეგ, ე. მ.მა, მ. მ.მა და ე. ა-მა სველი გ. გ-ი, ძალადობით გაიყვანეს საცხოვრებელი სახლის ეზოში, სადაც ასევე უწყვეტად ძალადობდნენ, ურტყამდნენ თავისა და ტანის არეში და ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით. ამავე პერიოდში, მ. მ.მა, გ. გ-ის დაშინების მიზნით, ამ უკანასკნელის ფეხების მიმართულებით, იარაღიდან გაისროლა. ამასთან, მ. მ.მა გ. გ-ს გადასცა იარაღი და მოსთხოვა თვითმკვლელობა. დაზარალებულმა, რომელიც ე. მ.ის, მ. მ.ის და ე. ა-ის ქმედებების შედეგად განიცდიდა ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას, ასევე – ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, გამოჰკრა სასხლეტს ხელი, თუმცა იარაღში ვაზნა არ იყო მოთავსებული და აღნიშნული ემსახურებოდა თვითმკვლელობის იმიტაციის შექმნას. აღნიშნულის შემდეგ, დაზარალებული კვლავ ძალადობით შეიყვანეს საცხოვრებელ სახლში, სადაც მოსთხოვეს თანხა – 50 000 აშშ დოლარის ოდენობით, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრნენ მისი და ახლო ნათესავების სიცოცხლის მოსპობით. ამავდროულად, დაზარალებულის მიმართ უწყვეტად ძალადობდნენ, სთხოვდნენ აღიარებისა და ინფორმაციის მიღებას, თუ სად ინახებოდა ნარკოტიკული საშუალება. იგი კვლავ შეიყვანეს სააბაზანო ოთახში, სადაც ძალის გამოყენებით დასვეს სკამზე და 15-20 წუთის განმავლობაში ასველებდნენ ცივი წყლით. სველ მდგომარეობაში მყოფი გ. გ-ი, კვლავ მისი ნების საწინააღმდეგოდ, გაიყვანეს საცხოვრებელი სახლის ეზოში და უწყვეტად გააგრძელეს ძალადობა. დაახლოებით, 10-15 წუთის შემდეგ, გ. გ-ი შეიყვანეს საცხოვრებელ სახლში, სადაც მის გასაგონად-დასაშინებლად, ფსიქიკური და მორალური ტანჯვის უწყვეტად გაგრძელების მიზნით, განაცხადეს, რომ წაიყვანდნენ მდინარე მტკვრის ნაპირზე და მოკლავდნენ. ისინი დაუკავშირდნენ ბ. ა-ს და ე. ჯ-ს, რომელთა თანხლებით, ე. მ.მა და მ. მ.მა გ. გ-ი, მისი ნების საწინააღმდეგოდ, მოათავსეს მ. მ.ის მიერ მართულ ავტომობილში (სახელმწიფო ნომრით – ---) და მიიყვანეს დაუსახლებელ ადგილზე, გადმოიყვანეს ავტომობილიდან, რის შემდეგ, მ. მ.მა დაზარალებულს განუცხადა, რომ ჩაედინა თვითმკვლელობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შვილს მოუკლავდნენ. დაზარალებულმა მისი წამების დასრულებისა და შვილის სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით, მ. მ.ის მიერ მიწოდებული იარაღიდან სცადა თვითმკვლელობა, თუმცა იარაღში ვაზნა ისევ არ იყო მოთავსებული და აღნიშნული კვლავ ემსახურებოდა თვითმკვლელობის იმიტაციის შექმნას, რათა უწყვეტად გაგრძელებულიყო დაზარალებულის ფსიქიკური და მორალური ტანჯვა. აღნიშნულის შემდეგ, მისი ნების საწინააღმდეგოდ კვლავ მოათავსეს მ. მ.ის მიერ მართულ ავტომობილში, სადაც ე. მ.ი და მ. მ.ი ემუქრებოდნენ მისი და ახლო ნათესავების სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული მუქარის სისრულეში თითქოს მოყვანისა და დაშინების მიზნით, დაზარალებული კვლავ გადმოიყვანეს ავტომობილიდან, რის შემდეგ, მ. მ.მა გ. გ-ის დაშინების მიზნით, ამ უკანასკნელის ფეხების მიმართულებით გაისროლა. ამასთან, მ. მ.მა, გ. გ-ს გადასცა იარაღი და მოსთხოვა გაესროლა საკუთარი ფეხების მიმართულებით. დაზარალებულმა შეასრულა აღნიშნული მოთხოვნა, რაც ე. მ.მა გადაიღო მობილური ტელეფონით. გ. გ-ი კვლავ მიიყვანეს ე. მ.ის საცხოვრებელ სახლში, სადაც ე. მ.მა და მ. მ.მა დაზარალებულს ძალადობით გახადეს ტანისამოსი და მოსთხოვეს ეღიარებინა, რომ თითქოს მან ვერ გადაიხადა ი-დან გამოგზავნილი ნარკოტიკული საშუალების ღირებულება, რის გამოც, ი-ში მძევლად ჩაგდებული ჰყავდათ ადამიანი, რასაც გადაიღებდნენ ვიდეოჩამწერი მოწყობილობით. დაზარალებულმა შეასრულა აღნიშნული მოთხოვნა, რაც ე. მ.მა გადაიღო მისი მობილური ტელეფონით. გ. გ-ის მიმართ ზემოაღნიშნული ქმედებები გრძელდებოდა, დაახლოებით, 11 საათის განმავლობაში. ე. მ.ის, მ. მ.ის და ე. ა-ის ქმედებების ხასიათის, ინტენსივობის და ხანგრძლივობის შედეგად, გ. გ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ფსიქიკური და მორალური ტანჯვა.
2.2.2. საცხოვრებელ სახლში, ე. მ.მა, მ. მ.მა, ბ. ა-მა და ე. ჯ-მა, გ. გ-ს მოსთხოვეს თანხა – 50 000 აშშ დოლარის ოდენობით, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრნენ, რომ მისი და ახლო ნათესავების მიმართ იძალადებდნენ და გაავრცელებდნენ ე. მ.ის მიერ გადაღებულ ვიდეოს, რომელიც არსებითად დააზიანებდა მის უფლებებს. როდესაც იგი დაეთანხმა 50 000 აშშ დოლარის გადახდას, 2022 წლის 24 დეკემბერს, დაახლოებით, 08:00 საათზე, გამოუშვეს საცხოვრებელი სახლიდან. აღნიშნულის შემდეგ, ე. მ.ი, მ. მ.ი და ე. ა-ი სისტემატურად უკავშირდებოდნენ დაზარალებულს და ითხოვდნენ თანხის გადაცემას. 2023 წლის 4 იანვარს, თბილისში, მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარედ, მ. მ.ი, ე. ჯ-ი და ბ. ა. შეხვდნენ გ. გ-ს, რომელიც ე. ჯ-ის მიერ მართული ავტომობილით მიიყვანეს ე. მ.ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე: თ-ი, ფ-ა, ი----ში, სადაც დახვდნენ ე. მ.ი და ე. ა-ი. საცხოვრებელ სახლში, გ. გ-ს კვლავ მოსთხოვეს გადაეცა 50 000 აშშ დოლარი. ამავდროულად, მ. მ.ი და ე. მ.ი გ. გ-ს ემუქრებოდნენ, რომ სოციალურ ქსელში გაავრცელებდნენ ე. მ.ის მიერ გადაღებულ ვიდეოს, რომელიც არსებითად დააზიანებდა დაზარალებულის უფლებებს. ვინაიდან დაზარალებულმა არ გადაიხადა თანხა, 2023 წლის 11 იანვარს, სოციალურ ქსელ “--”-ზე გავრცელდა ე. მ.ის მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც დაზარალებული გ. გ-ი აღიარებდა, თითქოს ვერ გადაიხადა ი-დან გამოგზავნილი ნარკოტიკული საშუალების ღირებულება, რის გამოც, ი-ში მძევლად ჩაგდებული ჰყავდათ ადამიანი. ასევე, ემუქრებოდნენ მისი შვილის სიცოცხლის მოსპობით და აღნიშნული მუქარის რეალურად აღქმის მიზნით, სოციალურ ქსელ “--”-ზე გავრცელდა დაზარალებულის შვილის ფოტოსურათი და ამ სოციალური ქსელის მომხმარებლებისგან ითხოვდნენ ინფორმაციას მისი ადგილსამყოფლის შესახებ.
2.3. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ე. მ.ის და მ. მ.ის მიერ ფ. გ-ის გაყიდვა და მის მიმართ სხვა უკანონო გარიგება, თაღლითობით და მოტყუებით, ადამიანის გადაბირება და გადაცემა ექსპლუატაციის მიზნით, მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენებით (პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ჩამორთმევით, კონტროლით, თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვით, ოჯახის წევრსა და სხვა პირთან კომუნიკაციის, მათ შორის, მიმოწერისა და სატელეფონო კონტაქტის შეზღუდვით და კონტროლით, დამაშინებელი გარემოს შექმნით), წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანის ფაქტები.
2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა – ვაჟა თოდუამ – და მსჯავრდებულ ე. ა-ის ადვოკატმა – ა. ბ-ემ. სახელმწიფო ბრალმდებელმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ე. ა-ის, ე. მ.ის და მ. მ.ის დამნაშავედ ცნობა მათთვის ბრალადწარდგენილი მუხლებით, ხოლო ადვოკატმა – ე. ა-ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის – ვაჟა თოდუას – და მსჯავრდებულ ე. ა-ის ადვოკატის – ა. ბ-ის – სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, თუმცა შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი;
3.1.1. ე. ა-ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე;
3.1.2. ე. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა:
· საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით და 6 თვით;
· საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 6 თვით;
3.1.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, ე. ა-ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით და 6 თვით;
3.1.4. ე. ა-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა – 2023 წლის 26 იანვრიდან;
3.1.5. მ. მ.ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1431-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;
3.1.6. მ. მ.ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე;
3.1.7. მ. მ.ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა:
· საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
· საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
3.1.8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, მ. მ.ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
3.1.9. მ. მ.ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა – 2023 წლის 26 იანვრიდან;
3.1.10. ე. მ.ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1431-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;
3.1.11. ე. მ.ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ლ“ ქვეპუნქტებით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე;
3.1.12. ე. მ.ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა:
· საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით და 6 თვით;
· საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 6 თვით;
3.1.13. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ე. მ.ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით და 6 თვით;
3.1.14. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
3.1.15. 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ე. მ.ს 1/6-ით შეუმცირდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი (ამ განაჩენით გაუქმებული პირობითი მსჯავრიდან 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა) და სასჯელად სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და 11 თვით.
3.1.16. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ე. მ.ს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით და 6 თვით.
3.1.17. ე. მ.ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა – 2023 წლის 26 იანვრიდან.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა – ვაჟა თოდუამ – და მსჯავრდებულ ე. ა-ის ადვოკატმა – ა. ბ-ემ.
3.2.1. პროკურორი ითხოვს სამივე მსჯავრდებულის მიმართ სრულად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და მათ დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებებში, შემდეგი არგუმენტებით: სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, შესაბამისად, დაუსაბუთებელი და უკანონოა ე. ა-ისთვის, მ. მ.ისა და ე. მ.ისთვის წარდგენილი წამების ბრალდების გადაკვალიფიცირება დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაზე, ასევე – მ. მ.ისა და ე. მ.ის უდანაშაულოდ ცნობა ტრეფიკინგის ბრალდებაში, რადგან ბრალდების მხარემ სასამართლოში წარადგინა ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა წარდგენილ ბრალდებებში მათ დამნაშავედ ცნობისთვის.
3.2.2. ადვოკატი – ა. ბ-ე – ითხოვს ე. ა-ის მიმართ არსებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით: სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ე. ა-ის მსჯავრდების ნაწილში უკანონო და დაუსაბუთებელია; არსებული განაჩენი ემყარება მოსამართლეთა სუბიექტურ შეფასებას; დაზარალებულის ჩვენება ერთადერთი, სხვა მტკიცებულებებთან წინააღმდეგობრივი და ცრუ ინფორმაციის შემცველია; ე. ა-ს რაიმე სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია გ. გ-ისთვის, ასევე, არ ფიქსირდება ამ პირთა კომუნიკაცია ერთმანეთთან.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.2. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ე. მ.ის და მ. მ.ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1431-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, ფ. გ-ის გაყიდვა და მის მიმართ სხვა უკანონო გარიგება, თაღლითობით და მოტყუებით მისი გადაბირება და გადაცემა ექსპლუატაციის მიზნით, მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება (პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ჩამორთმევა, კონტროლი, თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა, ოჯახის წევრსა და სხვა პირთან კომუნიკაცია, მათ შორის, მიმოწერისა და სატელეფონო კონტაქტის შეზღუდვა და კონტროლი, დამაშინებელი გარემოს შექმნა), ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით.
4.3. განსახილველ ბრალდებასთან მიმართებით წარმოდგენილია ერთადერთი მტკიცებულება, კერძოდ, დაზარალებულ ფ. გ-ის ჩვენება, რომელიც სხვა მტკიცებულებებთან არათანხვდენილია, რამეთუ დაზარალებული, ერთი მხრივ, ცდილობდა, სასამართლო დაერწმუნებინა მისი ექსპლუატაციის რეალურობაში, თუმცა, მეორე მხრივ, უთითებდა მის მიერ გაცხადებული ფაქტების არსებითად საწინააღმდეგო გარემოებებზე. მაგალითად, დაზარალებულმა ფ. გ-მა ბრალმდებლის შეკითხვის პასუხად განმარტა, რომ ე. მ.ის და მ. მ.ის შეთავაზების საფუძველზე, ნებაყოფლობით წავიდა ი-ში, სადაც უნდა დახვედროდა ავტომობილებს და ჩაებარებინა მყიდველებისთვის. ამის საპირისპიროდ, ჯვარედინი დაკითხვისას განაცხადა, რომ ი-ში წასვლამდე მანქანებით არ ვაჭრობდა და არც, ი-ში ჩასულს, უნახავს მანქანები. მისი განმარტებით, ი-ში არაფერი უნდა გაეკეთებინა; იცოდა, რომ 50 000 დოლარის გარანტი იყო და თუ ამ თანხას არ გამოგზავნიდნენ, მოუწევდა იქ დარჩენა.
4.4. სასამართლოს შეფასებით, ფ. გ-ის ჩვენება, ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებიდან გამომდინარე, ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ სტანდარტს. ამასთან, მისი ჩვენების პარალელურად, საგულისხმოა ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული აუდიო ჩანაწერების ნაწილი, რომელიც არ შეიცავს პირდაპირი ხასიათის ინფორმაციას ე. მ.ის და მ. მ.ის მხრიდან ადამიანით ვაჭრობასთან დაკავშირებით. ჩანაწერებიდან დასტურდება, რომ ე. მ.ი და მ. მ.ი განიცდიან იმ ფაქტს, რომ მათი „კაცია“ ი-ში, რომელსაც, შესაძლოა, საფრთხე შეექმნას. მათ სურთ ამ ადამიანის უკან დაბრუნება. ამ მიზნით, ისინი არწმუნებენ ი. მამაკაცს, რომ თანხას აუცილებლად გადაუხდიან. შესაბამისად, აუდიოჩანაწერები, რომლებზეც აპელირებდა ბრალდების მხარე, ვერ გამოდგება ე. მ.ისა და მ. მ.ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დამადასტურებელ პირდაპირ და უტყუარ მტკიცებულებად.
4.5. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს ე. ა-ის, ე. მ.ის და მ. მ.ის მსჯავრდების ნაწილში, ერთი მხრივ, საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და, მეორე მხრივ, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისთვის, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.6. აღნიშნული ბრალდებების დასადასტურებლად წარმოდგენილია დაზარალებულ გ. გ-ის ჩვენება, რომელიც, მართალია, დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენამდე განვითარებულ მოვლენებთან მიმართებით, წინააღმდეგობრივია, თუმცა ე. მ.ის, მ. მ.ისა და ე. ა-ის მიერ მასზე ძალადობისა და გამოძალვის ფაქტებთან მიმართებით, თანხვდება სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სხვა, ნეიტრალურ მტკიცებულებებს, ისეთებს, როგორებიცაა: აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, ინფორმაციის გამოთხოვის შედეგად მიღებული ინფორმაცია და ფარული-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ დაზარალებული ჩვენების მიცემისას დეტალურად საუბრობდა მსჯავრდებულთა მიერ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებსა და, შედეგად, განცდილ ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ტანჯვაზე.
4.7. მართალია, აუდიოჩანაწერებში კომუნიკაციის მონაწილეები საუბრობენ სპეციფიკურად, რა დროსაც ცდილობდნენ, გარკვევით არ ესაუბრათ საქმის დეტალებზე, თუმცა საუბრის საერთო კონტექსტიდან იკვეთება მათთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, ვინაიდან გ. გ-მა უარი განაცხადა, შეესრულებინა ე. მ.ისათვის მიცემული პირობა – ა-ს რესპუბლიკიდან უკანონოდ შემოეტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – ე. მ.მა, მ. მ.მა და ე. ა-მა გადაწყვიტეს დაესაჯათ გ. გ-ი და მისგან მოეპოვებინათ ინფორმაცია, ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფლის თაობაზე, და გამოეძალათ თანხა. ამ მიზნით, მათ ფიზიკურად იძალადეს გ. გ-ზე, კერძოდ, სცემეს სხეულის სხვადასხვა მიდამოში, თვითმკვლელობისთვის ორჯერ მიაწოდეს იარაღი, დაემუქრნენ მისი და მისი ახლო ნათესავების სიცოცხლის მოსპობით, შეასხეს წყალი, გადაუღეს ვიდეო, რომელშიც აღიარებინეს, რომ მან გადმოიტანა ნარკოტიკული საშუალება და ფულადი თანხა მისაცემი ჰქონდა ირანელი მამაკაცისთვის. ე. მ.ი, მ. მ.ი და ე. ა-ი სისტემატურად უკავშირდებოდნენ გ. გ-ს და ითხოვდნენ მისგან თანხის გადაცემას. ამავდროულად, მ. მ.ი და ე. მ.ი გ. გ-ს ემუქრებოდნენ, რომ სოციალურ ქსელში გაავრცელებდნენ ე. მ.ის მიერ გადაღებულ ვიდეოს, რომელიც არსებითად დააზიანებდა დაზარალებულის უფლებებს. მართლაც, 2023 წლის 11 იანვარს, სოციალურ ქსელ “---”-ზე გავრცელდა ე. მ.ის მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც დაზარალებული გ. გ-ი აღიარებდა, თითქოს ვერ გადაიხადა ი-დან გამოგზავნილი ნარკოტიკული საშუალების ღირებულება, რის გამოც, ი-ში მძევლად ჩაგდებული ჰყავდათ ადამიანი.
4.8. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლის თანახმად, კონვენციის მე-3 მუხლი წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოებების ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ ღირებულებას და დაუშვებელია გადახვევა ამ მუხლიდან საგანგებო მდგომარეობის დროსაც კი, როდესაც საფრთხე ემუქრება ერის სიცოცხლეს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის დიდი პალატის გადაწყვეტილება Gäfgen v. Germany, განაცხადი №22978/05, §87). არასათანადო მოპყრობამ უნდა მიაღწიოს სისასტიკის მინიმალურ ზღვარს, რათა მოექცეს კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში. სისასტიკის ამ მინიმალური ზღვრის შეფასება ფარდობითია. იგი დამოკიდებულია საქმის ყველა გარემოებაზე, როგორიცაა, მოპყრობის ხანგრძლივობა, მისი ფიზიკური და გონებრივი ზემოქმედება (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება Price v. The United Kingdom, განაცხადი №33394/96 §24). სასამართლომ მოპყრობა მიიჩნია „არაადამიანურად“, რადგან inter alia, იგი იყო წინასწარ განზრახული, გაგრძელდა საათების მანძილზე და გამოიწვია, როგორც სხეულის დაზიანება, ასევე ღრმა ფიზიკური და სულიერი ტრავმა. მოპყრობა ითვლება „დამამცირებლად“ როდესაც იგი თავისი შინაარსით დაზარალებულებში იწვევს შიშის, ტკივილსა და დამორჩილების გრძნობას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2000 წლის 1 მარტის დიდი პალატის გადაწყვეტილება Labita v. Italy, განაცხადი №26772/95 §120). იმისთვის, რომ დასჯა ან მასთან დაკავშირებული მოპყრობა ჩაითვალოს „არაადამიანურად“ ან „ღირსების შემლახველად“, მიყენებული ტანჯვა ან დამცირება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა სცილდებოდეს ტანჯვისა და დამცირების იმ უცილობელ შემადგენელ ელემენტს, რაც უკავშირდება მოპყრობისა თუ დასჯის მოცემულ კანონიერ ფორმას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 11 ივლისის დიდი პალატის გადაწყვეტილება Jalloh v. Germany, განაცხადი №54810/00 §68). „ღირსების შემლახველი“ მოპყრობისთვის შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს პირის დამცირება საკუთარ თავთან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 21 იანვრის დიდი პალატის გადაწყვეტილება M.S.S. v. Belgium and Greece, განაცხადი №30696/09 §220).
4.9. საკასაციო სასამართლომ გ. გ-ის მიმართ ე. მ.ის, მ. მ.ის და ე. ა-ის მიერ განხორციელებული მოპყრობის შეფასებისას გაითვალისწინა ქმედებების ხასიათი, ინტენსივობა, ხანგრძლივობა, დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფორმები, ასევე – თვითმკვლელობის იმიტაცია, წყლის შესხმა და ნახევრადშიშველ მდგომარეობაში ვიდეოს გადაღება, რომელიც, ემსახურებოდა დაზარალებულის დაშინებას, რომ მოთხოვნილი თანხა მათთვის მიეტანა. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული ქმედებები ნორმალური ფსიქიკის ადამიანისთვის არის განსაკუთრებით დამამცირებელი, პატივისა და ღირსების შემლახველი და არ აღწევს ტანჯვის იმ ხარისხს, რომ ქმედება წამებად დაკვალიფიცირდეს. შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ ე. მ.ის, მ. მ.ის და ე. ა-ის მსჯავრდება ერთი მხრივ, საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და, მეორე მხრივ, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე, მათთვის დანიშნული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია.
4.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება Hirvisaari v. Finland, განაცხადი №49684/99, §30). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება Gorou v. Greece (No. 2), განაცხადი №12686/03, §37, §41). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ზედმიწევნით გამეორება გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციისა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
4.11. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).
4.12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
4.13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი ე. მ.ის, მ. მ.ის და ე. ა-ის მიმართ კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, რის გამოც, მხარეთა საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.14. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის – ვაჟა თოდუას – და მსჯავრდებულ ე. ა-ის ადვოკატის – ა. ბ-ის – საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე