საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 04.06.2026
საქმის ნომერი
2კ-94აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№94აპ-26 თბილისი

ბ-ე ე., 94აპ-26 4 ივნისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ოქტომბრის განაჩენზე ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილის – შოთა ჩხაიძის – საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ე. ბ-ეს ბრალად დაედო: განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მარიხუანის“ უკანონო შეძენა და შენახვა (საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-6 ნაწილი); გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, ორი ეპიზოდი); სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, დაზარალებულ ქ. რ-ის ეპიზოდი); სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ოჯახის წევრის მიმართ (სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები, დაზარალებულ თ. ბ-ის ეპიზოდი); სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ოჯახის წევრის მიმართ (სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები, (დაზარალებულ ლ. ბ-ის ეპიზოდი).

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარდგენილი ბრალდება:

· ე. ბ-ემ გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, პირადი მოხმარების მიზნით, უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, გამომშრალი „მარიხუანა“, წონით – 2158,72 გრამი, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა ლ-ში, ნ. დ-ის ქუჩის -- შესახვევის N--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში 2025 წლის 7 თებერვლის ჩათვლით. აღნიშნულ დღეს ე. ბ-ის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე ნაგებობების ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ზემოაღნიშნული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – გამომშრალი „მარიხუანა“, წონით – 2158,72 გრამი.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 24 სექტემბერის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება:

· ლ-ში, ნ. დ-ის ქუჩის -- შესახვევის N--ში მცხოვრები ე. ბ-ე 2008 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ქ. რ-ესთან და ეწევა მასთან ერთიან საოჯახო მეურნეობას. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ოთხი შვილი: … წელს დაბადებული ლ. ბ-ე, … წელს დაბადებული თ. ბ-ე, … წელს დაბადებული ბარბარე ბ-ე და … წელს დაბადებული ა. ბ-ე.

· ბოლო პერიოდში ე. ბ-ემ დაიწყო ნარკოტიკული საშუალებებისა და ალკოჰოლური სასმელის ხშირი მიღება, რის შემდეგაც, იგი შეურაცხყოფდა და ამცირებდა მეუღლეს, ამასთან, ფიზიკურად იძალადა მასზე, კერძოდ, 2024 წლის 24 სექტემბერს, დაახლოებით, 15:00 საათზე, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ე. ბ-ემ საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე მისაღებ ოთახში უმიზეზოდ დაიწყო ყვირილი, რაზეც შენიშვნა მისცა მეუღლემ, ქ. რ-ემ და სთხოვა, მიეცა მისთვის შვილის – ა. ბ-ის – დაძინების საშუალება. აღნიშნულზე განაწყენდა ე. ბ-ე და გენდერის ნიშნით, ოჯახში მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის წარმოჩენის სურვილით, მიუახლოვდა ქ. რ-ეს და არასრულწლოვანი შვილის – … წელს დაბადებული ა. ბ-ის – თანდასწრებით სამჯერ ძლიერად გაშლილი ხელი ჩაარტყა თავის არეში. ე. ბ-ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად ქ. რ-ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 17 ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება:

· ლ-ში, ნ. დ-ის ქუჩის -- შესახვევის N--ში მცხოვრები ე. ბ-ე 2008 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ქ. რ-ესთან და ეწევა მასთან ერთიან საოჯახო მეურნეობას. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ოთხი შვილი: … წელს დაბადებული ლ. ბ-ე, … წელს დაბადებული თ. ბ-ე, .. წელს დაბადებული ბარბარე ბ-ე და … წელს დაბადებული ა. ბ-ე.

· ბოლო პერიოდში ე. ბ-ემ დაიწყო ნარკოტიკული საშუალებებისა და ალკოჰოლური სასმელის ხშირი მიღება, რის შემდეგაც, იგი შეურაცხყოფდა და ამცირებდა მეუღლეს, ამასთან, ფიზიკურად იძალადა მასზე, კერძოდ, 2024 წლის 17 ნოემბერს, დაახლოებით, 17:00 საათზე, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ე. ბ-ემ საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე მისაღებ ოთახში მეუღლეს – ქ. რ-ეს – მოსთხოვა, რომ მისთვის მიეცა ფული ალკოჰოლური სასმელის შესაძენად, რაზეც უარი მიიღო. აღნიშნულის გამო განაწყენდა ე. ბ-ე და ქ. რ-ეს დაუწყო უცენზურო, უხამსი სიტყვების ძახილი. ამის შემდეგ მიუახლოვდა მას და გენდერის ნიშნით, ოჯახში მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის წარმოჩენის სურვილით, არასრულწლოვანი შვილის – … წელს დაბადებული ა. ბ-ის – თანდასწრებით ერთხელ ძლიერად ხელის მუშტი ჩაარტყა ზურგში. ე. ბ-ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად ქ. რ-ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ქ. რ-ის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება:

· ლ-ში, ნ. დ-ის ქუჩის -- შესახვევის N--ში მცხოვრები ე. ბ-ე 2008 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ქ. რ-ესთან და ეწევა მასთან ერთიან საოჯახო მეურნეობას. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ოთხი შვილი: …. წელს დაბადებული ლ. ბ-ე, … წელს დაბადებული თ. ბ-ე, … წელს დაბადებული ბარბარე ბ-ე და …. წელს დაბადებული ა. ბ-ე.

· ბოლო პერიოდში ე. ბ-ემ დაიწყო ნარკოტიკული საშუალებებისა და ალკოჰოლური სასმელის ხშირი მიღება, რის შემდეგაც იგი შეურაცხყოფდა და ამცირებდა მეუღლეს, ამასთან, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, 2025 წლის 12 თებერვალს, დაახლოებით, 21:20 საათზე, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ე. ბ-ემ საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე მისაღებ ოთახში, მეუღლეს, ქ. რ-ეს, მოსთხოვა, რომ მისთვის გამოეტანა სესხი ტრაქტორის შესაძენად, პასუხად კი უარი მიიღო. აღნიშნულით განაწყენდა ე. ბ-ე და გენდერის ნიშნით, ოჯახში მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის წარმოჩენის სურვილით, ქ. რ-ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ დაახრჩობდა, დაჩეხავდა და დააყენებდა სისხლის გუბეს, რაც ქ. რ-ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ თ. ბ-ის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება:

· ქალაქ ლ-ში, ნ. დ-ის ქუჩის -- შესახვევის N--ში მცხოვრები ე. ბ-ე 2008 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ქ. რ-ესთან და ეწევა მასთან ერთიან საოჯახო მეურნეობას. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ოთხი შვილი: … წელს დაბადებული ლ. ბ-ე, …. წელს დაბადებული თ. ბ-ე, …. წელს დაბადებული ბარბარე ბ-ე და …. წელს დაბადებული ა. ბ-ე.

· ბოლო პერიოდში ე. ბ-ემ დაიწყო ნარკოტიკული საშუალებებისა და ალკოჰოლური სასმელის ხშირი მიღება, რის შემდეგაც იგი შეურაცხყოფდა და ამცირებდა მეუღლეს, ამასთან, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ 2025 წლის 12 თებერვალს, დაახლოებით, 21:20 საათზე, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ე. ბ-ემ საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე მისაღებ ოთახში მეუღლეს – ქ. რ-ეს – მოსთხოვა, რომ მისთვის გამოეტანა სესხი ტრაქტორის შესაძენად, პასუხად კი უარი მიიღო. აღნიშნულის გამო განაწყენდა ე. ბ-ე და გენდერის ნიშნით, ოჯახში მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის წარმოჩენის სურვილით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით ქ. რ-ეს, კერძოდ უთხრა, რომ დაახრჩობდა, დაჩეხავდა და დააყენებდა სისხლის გუბეს. აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ თ. და ლ. ბ-ეები, რომლებმაც მოუწოდეს მამას, დაწყნარებულიყო და შეეწყვიტა დედის მიმართ მუქარა და აგრესია, რა დროსაც, ე. ბ-ე, რომელიც განაწყენდა შვილების ქმედების გამო, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან თ. ბ-ეს და ლ. ბ-ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რომ თავებს დააჭრიდა და სისხლის გუბეში აცურავებდა მათ, რაც რეალურად აღიქვა თ. ბ-ემ და, ვინაიდან გაუჩნა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დაუკავშირდა საზოგადოებრივი მართვის ცენტრ 112-ის სამსახურს, აცნობა ფაქტის შესახებ და ითხოვა პოლიციის დახმარება.

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ლ. ბ-ის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება:

· ქალაქ ლ-ში, ნ. დ-ის ქუჩის -- შესახვევის N--ში მცხოვრები ე. ბ-ე 2008 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ქ. რ-ესთან და ეწევა მასთან ერთიან საოჯახო მეურნეობას. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ოთხი შვილი: … წელს დაბადებული ლ. ბ-ე, …. წელს დაბადებული თ. ბ-ე, …. წელს დაბადებული ბარბარე ბ-ე და … წელს დაბადებული ა. ბ-ე.

· ბოლო პერიოდში ე. ბ-ემ დაიწყო ნარკოტიკული საშუალებებისა და ალკოჰოლური სასმელის ხშირი მიღება, რის შემდეგაც იგი შეურაცხყოფდა და ამცირებდა მეუღლეს, ამასთან, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, 2025 წლის 12 თებერვალს, დაახლოებით, 21:20 საათზე, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ე. ბ-ემ საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე მისაღებ ოთახში, მეუღლეს – ქ. რ-ეს – მოსთხოვა, რომ მისთვის გამოეტანა სესხი ტრაქტორის შესაძენად, პასუხად კი უარი მიიღო. აღნიშნულის გამო განაწყენდა ე. ბ-ე და გენდერის ნიშნით, ოჯახში მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის წარმოჩენის სურვილით, ქ. რ-ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ დაახრჩობდა, დაჩეხავდა და დააყენებდა სისხლის გუბეს. აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ თ. და ლ. ბ-ეები, რომლებმაც მოუწოდეს მამას, დაწყნარებულიყო და შეეწყვიტა დედის მიმართ მუქარა და აგრესია, რა დროსაც ე. ბ-ე, რომელიც განაწყენდა შვილების ქმედების გამო, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანებს – თ. ბ-ეს და ლ. ბ-ეს – დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რომ თავებს დააჭრიდა და სისხლის გუბეში აცურავებდა მათ, რაც რეალურად აღიქვა ლ. ბ-ემ და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 3 ივლისის განაჩენით ე. ბ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ თ. ბ-ის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, დ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ლ. ბ-ის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებები გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებზე (დაზარალებულების – თ. ბ-ისა და ლ. ბ-ის ეპიზოდი).

ე. ბ-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-6 ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 24 სექტემბრისა და 17 ნოემბრის ეპიზოდები) – 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ქ. რ-ის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულების – თ. ბ-ისა და ლ. ბ-ის – ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 24 სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ე. ბ-ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ე. ბ-ის მიმართ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 დეკემბრის განაჩენითა და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით („ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების თაობაზე) შემცირებული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 დეკემბრის განაჩენითა და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით („ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების თაობაზე) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ე. ბ-ეს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების დღიდან – 2025 წლის 13 თებერვლიდან.

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ე. ბ-ეს 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის

უფლება, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 3 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

· ე. ბ-ემ გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, პირადი მოხმარების მიზნით, უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – გამომშრალი „მარიხუანა“, წონით – 2158,72 გრამი, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა ლ-ში, ნ. დ-ის ქუჩის -- შესახვევის N--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში 2025 წლის 7 თებერვლის ჩათვლით. აღნიშნულ დღეს, ე. ბ-ის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე ნაგებობების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულ იქნა ზემოაღნიშნული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – გამომშრალი „მარიხუანა“, წონით – 2158,72 გრამი.

· ლ-ში, ნ. დ-ის ქუჩის -- შესახვევის N--ში მცხოვრები ე. ბ-ე 2008 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ქ. რ-ესთან და ეწევა მასთან ერთიან საოჯახო მეურნეობას. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ოთხი შვილი: … წელს დაბადებული ლ. ბ-ე, -- წელს დაბადებული თ. ბ-ე, … წელს დაბადებული ბარბარე ბ-ე და …. წელს დაბადებული ა. ბ-ე. ბოლო პერიოდში ე. ბ-ემ დაიწყო ნარკოტიკული საშუალებებისა და ალკოჰოლური სასმელის ხშირი მიღება, რის შემდეგაც იგი შეურაცხყოფდა და ამცირებდა მეუღლეს, ამასთან, ფიზიკურად იძალადა მასზე, კერძოდ, 2024 წლის 24 სექტემბერს, დაახლოებით, 15:00 საათზე, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ე. ბ-ემ საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე მისაღებ ოთახში უმიზეზოდ დაიწყო ყვირილი, რაზეც შენიშვნა მისცა მეუღლემ – ქ. რ-ემ და სთხოვა, მიეცა მისთვის შვილის – ა. ბ-ის – დაძინების საშუალება. აღნიშნულის გამო განაწყენდა ე. ბ-ე, მიუახლოვდა ქ. რ-ეს და არასრულწლოვანი შვილის, …. წელს დაბადებული ა. ბ-ის თანდასწრებით, გაშლილი ხელი სამჯერ ძლიერად ჩაარტყა თავის არეში. ე. ბ-ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად ქ. რ-ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· ლ-ში, ნ. დ-ის ქუჩის -- შესახვევის N--ში მცხოვრები ე. ბ-ე 2008 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ქ. რ-ესთან და ეწევა მასთან ერთიან საოჯახო მეურნეობას. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ოთხი შვილი: …. წელს დაბადებული ლ. ბ-ე, …. წელს დაბადებული თ. ბ-ე, … წელს დაბადებული ბარბარე ბ-ე და … წელს დაბადებული ა. ბ-ე. ბოლო პერიოდში ე. ბ-ემ დაიწყო ნარკოტიკული საშუალებებისა და ალკოჰოლური სასმლის ხშირი მიღება, რის შემდეგაც იგი შეურაცხყოფდა და ამცირებდა მეუღლეს, ამასთან, ფიზიკურად იძალადა მასზე, კერძოდ, 2024 წლის 17 ნოემბერს, დაახლოებით, 17:00 საათზე, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ე. ბ-ემ საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე მისაღებ ოთახში მეუღლეს – ქ. რ-ეს – მოსთხოვა, რომ ალკოჰოლური სასმელის შესაძენად მისთვის მიეცა ფული, პასუხად კი უარი მიიღო. აღნიშნულით განაწყენდა ე. ბ-ე და ქ. რ-ეს დაუწყო უცენზურო, უხამსი სიტყვების ძახილი. ამის შემდეგ მიუახლოვდა მას და არასრულწლოვანი შვილის – … წელს დაბადებული ა. ბ-ის თანდასწრებით, ხელის მუშტი ერთხელ ძლიერად ჩაარტყა ზურგში. ე. ბ-ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად, ქ. რ-ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· ლ-ში, ნ. დ-ის ქუჩის -- შესახვევის N--ში მცხოვრები ე. ბ-ე 2008 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ქ. რ-ესთან და ეწევა მასთან ერთიან საოჯახო მეურნეობას. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ოთხი შვილი: …. წელს დაბადებული ლ. ბ-ე, …. წელს დაბადებული თ. ბ-ე, … წელს დაბადებული ბარბარე ბ-ე და …წელს დაბადებული ა. ბ-ე. ბოლო პერიოდში ე. ბ-ემ დაიწყო ნარკოტიკული საშუალებებისა და ალკოჰოლური სასმელის ხშირი მიღება, რის შემდეგაც იგი შეურაცხყოფდა და ამცირებდა მეუღლეს, ამასთან, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, 2025 წლის 12 თებერვალს, დაახლოებით, 21:20 საათზე, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ე. ბ-ემ საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე მისაღებ ოთახში მეუღლეს – ქ. რ-ეს – მოსთხოვა, რომ მისთვის გაეკეთებინა სესხი ტრაქტორის შესაძენად, რაზეც უარი მიიღო. აღნიშნულით განაწყენდა ე. ბ-ე და ქ. რ-ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ დაახრჩობდა, დაჩეხავდა და დააყენებდა სისხლის გუბეს, რაც რეალურად აღიქვა ქ. რ-ემ და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· ქალაქ ლ-ში, ნ. დ-ის ქუჩის -- შესახვევის N--ში მცხოვრები ე. ბ-ე 2008 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ქ. რ-ესთან და ეწევა მასთან ერთიან საოჯახო მეურნეობას. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ოთხი შვილი: … წელს დაბადებული ლ. ბ-ე, …. წელს დაბადებული თ. ბ-ე, … წელს დაბადებული ბარბარე ბ-ე და …. წელს დაბადებული ა. ბ-ე. ბოლო პერიოდში ე. ბ-ემ დაიწყო ნარკოტიკული საშუალებებისა და ალკოჰოლური სასმელის ხშირი მიღება, რის შემდეგაც იგი შეურაცხყოფდა და ამცირებდა მეუღლეს, ამასთან, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, 2025 წლის 12 თებერვალს, დაახლოებით, 21:20 საათზე, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ე. ბ-ემ საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე მისაღებ ოთახში მეუღლეს, ქ. რ-ეს მოსთხოვა, რომ მისთვის გამოეტანა სესხი ტრაქტორის შესაძენად, პასუხად უარი მიიღო. აღნიშნულით განაწყენდა ე. ბ-ე და ქ. რ-ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ დაახრჩობდა, დაჩეხავდა და დააყენებდა სისხლის გუბეს. აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ თ. და ლ. ბ-ეები, რომლებმაც მოუწოდეს მამას, რომ დაწყნარებულიყო და შეეწყვიტა დედის მიმართ მუქარა და აგრესია, რა დროსაც ე. ბ-ე, რომელიც განაწყენდა შვილების ქმედების გამო, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანებს – თ. ბ-ეს და ლ. ბ-ეს – დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რომ თავებს დააჭრიდა და სისხლის გუბეში აცურავებდა მათ, რაც რეალურად აღიქვა თ. ბ-ემ და, ვინაიდან გაუჩნა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დაუკავშირდა საზოგადოებრივი მართვის ცენტრ „112-ის“ სამსახურს, აცნობა ფაქტის შესახებ და ითხოვა პოლიციის დახმარება. მუქარა რეალურად აღიქვა ლ. ბ-ემაც და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორი შოთა ჩხაიძე ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას, ე. ბ-ის დამნაშავედ ცნობას ბრალდების სრული მოცულობით და დანიშნულზე უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, რომელიც თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან იქნება დაკავშირებული.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

9. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, პროკურორი ითხოვს ლ. ბ-ისა და თ. ბ-ის მიმართ მუქარის ეპიზოდში ე. ბ-ის ქმედების ორ დამოუკიდებელ ეპიზოდად დაკვალიფიცირებას და სასჯელის გამკაცრებას.

10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებულ მოთხოვნას და აღნიშნავს, რომ სასამართლომ დადგენილად მიიჩნია 2025 წლის 12 თებერვალს ე. ბ-ის მიერ შვილების – ლ. და თ. ბ-ეებისადმი – დამუქრების ფაქტი, თუმცა მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით – ერთ ეპიზოდად, ვინაიდან ბრალდების შესახებ დადგენილებით და საქმეში არსებული, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ე. ბ-ე არა ცალ-ცალკე, ახლად აღმოცენებული განზრახვითა და დამოუკიდებელი ქმედებებით, არამედ – ერთდროულად, ერთი ქმედებითა და ერთიანი განზრახვით დაემუქრა ორივე დაზარალებულს.

11. მართალია, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლი მაკვალიფიცირებელ გარემოებად არ ითვალისწინებს ქმედების ჩადენას ორი ან მეტი პირის მიმართ (რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი), თუმცა აღნიშნული არ შეიძლება განიმარტოს ისე, რომ პირის მიერ ჩადენილი ერთი ქმედება დაკვალიფიცირდეს რამდენიმე ეპიზოდად და თითოეული ეპიზოდისთვის დაენიშნოს ცალკე სასჯელი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებები: N522აპ-22, №44აპ-26, №901აპ-22). ამდენად, ე. ბ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით ორ ეპიზოდად (ცალკე – თ. ბ-ისა და ცალკე – ლ. ბ-ის მიმართ ჩადენილი მუქარა) წარდგენილი ბრალდება სწორად დაკვალიფიცირდა ერთ ეპიზოდად – საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით (თ. ბ-ისა და ლ. ბ-ის მიმართ).

12. ე. ბ-ისათვის დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი (ნასამართლობა, დანაშაულის ჩადენი პირობითი მსჯავრის პერიოდში) და შემამსუბუქებელი (დანაშაულის აღიარება, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობით სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეწყობა, დაზარალებულთან შერიგება) და ე. ბ-ეს როგორც თითოეული მუხლით, ისე – დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ დაუნიშნა სასჯელის იმგვარი სახე და ზომა, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სანქციათა ფარგლებშია.

13. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნადაა შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაბუთება არ შეიცავს მითითებას სასამართლოთა მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას საპროცესო კანონის არსებითი ხასიათის დარღვევის შესახებ. განსახილველ საქმეში არ იკვეთება სამართლებრივი პრობლემა, რომელიც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017).

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილის – შოთა ჩხაიძის – საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე