შუამდგომლობა

სამოქალაქო 02.03.2012
საქმის ნომერი
ვ-61-შ-6-2012
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
02.03.2012

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

saqme #a-1647-S-38-2010 10 ianvari, 2011 weli № ვ-61-შ-6-2012 2 მარტი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ მ. ქ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. დ-ა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ვოიკოვსკის რაიონის №75 სასამართლო უბნის 2011 წლის 12 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ვოიკოვსკის რაიონის №75 სასამართლო უბნის 2011 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებით გაუქმებულ იქნა ქორწინება მ. ქ-ესა და ა. ა-ს ასულ დ-ას შორის, რეგისტრირებული საქართველოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელვაჩაურის სამსახურის მიერ, ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. ახალსოფელი, 2010 წლის 13 სექტემბერს, სააქტო ჩანაწერი №..., რაზეც გაკეთდა შესაბამისი ჩანაწერი მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების წიგნში.

მ. ქ-ემ შუმადგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ვოიკოვსკის რაიონის №75 სასამართლო უბნის 2011 წლის 12 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 თებერვლის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ვოიკოვსკის რაიონის №75 სასამართლო უბნის 2011 წლის 12 მაისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შევლის თაობაზეცნობის წარმოდგენა და ასევე სათანადო მტკიცებულების სასამართლოსათვის წარდგენის გზით დაადასტუროს ის გარემოება, რომ რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ვოიკოვსკის რაიონის №75 სასამართლო უბნის 2011 წლის 12 მაისის გადაწყვეტილება ექვემდებარება.

აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მ. ქ-ეს ჩაბარდა 2012 წლის 16 თებერვალს, მაგრამ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ მ. ქ-ის შუამდგომლობა ვადაში რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ვოიკოვსკის რაიონის №75 სასამართლო უბნის 2011 წლის 12 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 თებერვლის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ვოიკოვსკის რაიონის №75 სასამართლო უბნის 2011 წლის 12 მაისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შევლის თაობაზეცნობის წარმოდგენა და ასევე სათანადო მტკიცებულების სასამართლოსათვის წარდგენის გზით დაადასტუროს ის გარემოება, რომ რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ვოიკოვსკის რაიონის №75 სასამართლო უბნის 2011 წლის 12 მაისის გადაწყვეტილება ექვემდებარება.

აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მ. ქ-ეს ჩაბარდა 2012 წლის 16 თებერვალს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 17 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 23 თებერვალს. მხარეს აღნიშნული ვადის განმავლობაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გ. უ-ის წარმომადგენელ დ. ქ-ის შუამდგომლობა საბერძნეთის ქ.თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2007 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მეორე ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ქ-ის შუამდგომლობა ვადაში რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ვოიკოვსკის რაიონის №75 სასამართლო უბნის 2011 წლის 12 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.