დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 02.06.2014
საქმის ნომერი
ას-545-518-2014
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
02.06.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#as-110-389-08 №ას-545-518-2014 2 ივნისი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შპს „ლ-ის“ დირექტორი ზ. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ სს „ქ. ფ-ი“

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი _ ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ლ-ის“ დირექტორ ზ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. მოპასუხე სს „ქ. ფ-ს“ დაევალ გადასცეს მოსარჩელეს 15 ათასი კბ.მ რკინის ჯართგაცლილი წიდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ქ. ფ-მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მარტის განჩინებით სს „ქ. ფ-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს „ქ. ფ-მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის განჩინებით სს „ქ. ფ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

2013 წლის 28 თებერვალს რუსთავის სასქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს „ლ-ის“ დირექტორმა ზ. გ-მ და მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 მარტის განჩინებით შპს „ლ-ის“ დირექტორ ზ. გ-ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ამავე სასამართლოს 2009 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილის ბოლო აბზაცის დასაწყისი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „1993 წლის 1 იანვარს „რუსტავის მეტალურგიულ კომბინატსა და კოოპერატივ „ლ-ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება.“ გადაწყვეტილების მეექვსე აბზაცი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „მოსარჩელე 2006 წლის მარტიდან მოითხოვდა თავისი კუთვნილი ქონების, მათ შორის 50-60 ათასი კვ.მ რკისნის ჯართგაცლილ წიდას, რასაც ადასტურებს სს „ქ. ფ-ის“ 2008 წლის 30 მაისის №52 წერილი. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მეოთხე აბზაცი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „მოსარჩელეს დარჩენილი ჯართგაცლილი წიდა უნდა გაეტანა 2008 წლის 30 მაისიდან 2 თვის ვადაში. დანარჩენ ნაწილში განმცხადებელს უარი ეთქვა უსწორობის აღმოფხვრაზე.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს „ლ-ის“ დირექტორმა ზ. გ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება და მისი განცხადების სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით შპს „ლ-ის“ დირექტორ ზ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივარი, რომელიც თავისი შინაარსით წარმოადგენს კერძო საჩივარს, შეიტანა შპს „ლ-ის“ დირექტორმა ზ. გ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შეისწავლა შპს „ლ-ის“ დირექტორ ზ. გ-ის კერძო (საკასაციო) საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდოექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასაამრთლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება.

ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების ფარგლები შეზღუდულია, კერძოდ, საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ იმ განჩინებებზე, რომელზეც პირდაპირ უთითებს კანონი, ამასთან, კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 31 ოქტომბრის განჩინება შპს „ლ-ის“ დირექტორ ზ. გ-ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, ნათელია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ განიხილა შპს „ლ-ის“ დირექტორ ზ. გ-ის კერძო საჩივარი და არ დააკმაყოფილა ის, ანუ აღნიშნული განჩინება არის ზემდგომი სასამართლოს განჩინება და ის გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შპს „ლ-ის“ დირექტორ ზ. გ-ის საკასაციო საჩივარი, რომელიც თავისი შიანარსით წარმოადგენს კერძო საჩივარს, განუხილველად უნდა იქნას დატოვებული დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 414-ე, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ლ-ის“ დირექტორ ზ. გ-ის კერძო (საკასაციო) საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია