საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-175-164-2017 22 იანვარი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – მ. მ-ე, ზ. მ-ე, ბ. ვ-ე (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ფ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ზ. მ-მ, მ. მ-მ და ბ. ვ-მ სარჩელი აღძრეს სასამართლოში მ. ნ-ს და თ. ფ-ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით ზ. მ-ს, მ. მ-ს და ბ. ვ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზ. მ-მ, მ. მ-მ და ბ. ვ-მ.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტიელბით ზ. მ-ს, მ. მ-ს და ბ. ვ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტიელბა; ზ. მ-ს, მ. მ-ს და ბ. ვ-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ფ-მ.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ივნისის განჩინებით თ. ფ-ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალტის 2015 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ზ. მ-ს და ბ. ვ-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. მ-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თ. ფ-ს მ. მ-ს სასარგებლოდ 7667 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.
9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ზ. მ-მ, ბ. ვ-მ და მ. მ-მ შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 იანვრის განჩინებით მ. მ-ს, ზ. მ-სა და ბ. ვ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე იმ ნაწილში, რომლითაც თ. ფ-ს მ. მ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 599.34 ლარის გადახდა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ, ცნობილ იქნა დასაშვებად; მ. მ-ს, ზ. მ-სა და ბ. ვ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილების დანარჩენ ნაწილზე, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე მიღებულ უნდა იქნას დამატებითი გადაწყვეტილება.
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
13. მითითებული ნორმით კანონმდებელი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ ძირითადი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას, რომლითაც მოწესრიგდება სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებული, გადაუწყვეტავი საკითხები.
14. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის განჩინებით კასატორების მ. მ-ს, ზ. მ-სა და ბ. ვ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც თ. ფ-ს მ. მ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 599.34 ლარის გადახდა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ, ცნობილ იქნა დასაშვებად, ხოლო საკასაციო საჩივარი გასაჩივრებული გადაწყვეტილების დანარჩენ ნაწილში, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
16. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საქმეებზე გამოითვლება დავის საგნის ღირებულების შესაბამისად, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც პრეტენზია დავის არსებით ნაწილთან ერთად მიმართულია სასამართლოს მიერ საპროცესო ხარჯის (მაგ., სახელმწიფო ბაჟის) მხარეთა შორის არასწორად განაწილებაზე, სასამართლო მხარეს დამატებით არ განუსაზღვრავს ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის ოდენობას.
17. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზ. მ-ს, ბ. ვ-სა და მ. მ-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 744.81 ლარი - დავის საგნის ღირებულების შესაბამისად, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა, ხოლო ვინაიდან საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის განჩინებით მათი საკასაციო საჩივარი გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ იმ ნაწილზე იქნა დაშვებული, რომელიც სასამართლო ხარჯების არასწორად დაანგარიშებას ეხება, ხოლო გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც არსებითად გადაწყდა დავა, დაუშვებელი დარჩა, არსებობს დამატებითი გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი წინაპირობა, რომლის მიხედვითაც, კასატორებს, მ. მ-ს, ზ. მ-სა და ბ. ვ-ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 744.81 ლარის 70% – 521.367 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 261-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 იანვრის განჩინებაზე მიღებულ იქნას დამატებითი გადაწყვეტილება;
2. კასატორებს ზ. მ-ს (პ/ნ: …), მ. მ-ს (პ/ნ: …) და ბ. ვ-ს (პ/ნ: …) დაუბრუნდეთ მ. მ-ს (პ/ნ: …) მიერ 2017 წლის 13 თებერვალს #... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 744.81 ლარის 70% – 521.367 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე