შუამდგომლობა

სამოქალაქო
საქმის ნომერი
ა-728-შ-20-2018
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ა-728-შ-20-2018 3 სექტემბერი, 2018 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ბესარიონ ალავიძე,ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – თ.დ.

მოწინააღმდეგე მხარე – მ.დ.

განხილვის საგანი – რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ვერნადსკის პროსპექტის რაიონის #181 სასამართლო განყოფილების მომრიგებელი მოსამართლის 2012 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსეთის ფედერაციის, ქ.მოსკოვის ვერნადსკის პროსპექტის #181 რაიონის სასამართლო განყოფილების მომრიგებელი მოსამართლის 2012 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით: თ.დ–ას სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა 2010 წლის 3 ივნისს ქ.მოსკოვის მმაჩის სამმართველოს მმაჩის გაგარინის განყოფილების მიერ #609 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება თ.ა. ძე დ–სა (დაბადებული 1987 წლის 12 დეკემბერს, ქ.მოსკოვში) და მ.გ. ასულ დ–ას (ქორწინებამდე ც–ას, დაბადებული 1986 წლის 5 მაისს, აფხაზეთში, სოხუმის რაიონის .....) შორის.

2. თ.დ–ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად, საქმის მასალებისა და განჩინების ასლები გადაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარე მ.დ–ას. აღნიშნული კორესპონდენცია ადრესატს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით. მოწინააღმდეგე მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

4. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საქმეზე დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ვერნადსკის პროსპექტის #181 რაიონის სასამართლო განყოფილების მომრიგებელი მოსამართლის 2012 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით: თ.დ–ას სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა 2010 წლის 3 ივნისს ქ.მოსკოვის მმაჩის სამმართველოს მმაჩის გაგარინის განყოფილების მიერ №.. სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება თ. ა. ძე დ–სა (დაბადებულს 1987 წლის 12 დეკემბერს, ქ.მოსკოვში) და მ.გ. ასულ დ–ას (ქორწინებამდე ც–ას, დაბადებული 1986 წლის 5 მაისს, აფხაზეთში, სოხუმის რაიონის ქ.ა–ში) შორის.

5. შუამდგომლობაზე თანდართული მტკიცებულებით დგინდება, რომ 2012 წლის 20 ნოემბრიდან გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

6. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდეგში: მინსკის კონვენცია) 28.2-ე მუხლის საფუძველზე, თუ ერთ-ერთი მეუღლე ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეა, ხოლო მეორე - მეორე ხელშემკვრელი მხარისა, გამოიყენება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობა, რომლის დაწესებულებაც განიხილავს საქმეს ქორიწინების შეწყვეტის შესახებ.

7. ზემოხსენებული კონვენციის პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილით კი, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.

8. ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

10. ამ განჩინების მე-10 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.

11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

12. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

13. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, მინსკის კონვენციის 28.2-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.დ–ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას რუსეთის ფედერაციის, ქ.მოსკოვის ვერნადსკის პროსპექტის #181 რაიონის სასამართლო განყოფილების მომრიგებელი მოსამართლის 2012 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა 2010 წლის 3 ივნისს, ქ.მოსკოვის მმაჩის სამმართველოს მმაჩის გაგარინის განყოფილების მიერ №.. სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება თ.ა. ძე დ–ასა (დაბადებული 1987 წლის 12 დეკემბერს, ქ.მოსკოვში) და მ.გ. ასულ დ–ას (ქორწინებამდე ც–ას, დაბადებული 1986 წლის 5 მაისს, აფხაზეთში, სოხუმის რაიონის ქ.ა–ში) შორის.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე