დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
15 ივნისი, 2022 წელი
საქმე№ა-186-შ-10-2022 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ვ. ა. ყიზი ბ-ვი
მოწინააღმდეგე მხარე – ე. ნ. ოღლი მ-ვი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – უკრაინის, ქ. --- კ-ის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება (საქმე №----)
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. უკრაინის, ქ. --- კ-ის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ვ. ა. ყიზი ბ-ის (დაბადებული 19.. წელს, რ-ნ გადასახადების გადამხდელთა ფიზიკური პირების სახელმწიფო რეესტრში არ არის დარეგისტრირებული, ქ.--- --- შესასვლელი, სახლი №-, ბინა №---) სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ე. ნ. ოღლი მ-ვს (დაბადებული 19.. წლის 26 ივნისს, რ-ნ გადასახადების გადამხდელთა ფიზიკური პირების სახელმწიფო რეესტრში არ არის დარეგისტრირებული, ქ. ---, --- შესასვლელი, სახლი №-, ბინა №--. მცხოვრები მისამართზე: …, საქართველო, ქვემო-ქართლი, --- რაიონი, სოფ. ---, ქუჩა და სახლის ნომერი არ აქვს) ვ. ა. ყიზი ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა მათი შვილის - ე. ე. ასული მ-ის (დაბადებული 20.. წლის 03 ოქტომბერს) სარჩენად, ყოველთვიურად 2500 გრივნის ოდენობით, მყარი ფულადი ფორმით, მაგრამ არანაკლებ საარსებო მინიმუმის 50%-სა შესაბამისი ასაკის ბავშვზე 21.04.2017 წლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა მყარი ფულადი ფორმით დაექვემდებარა ინდექსაციას კანონის შესაბამისად. გადაწყვეტილება ე. მ-გან ალიმენტის გადახდევინების ნაწილში დაექვემდებარა დაუყოვნებლივ აღსრულებას ერთი თვის ალიმენტის გადასახდელი თანხის ფარგლებში.
2. მოსარჩელე ვ. ა. ყიზი ბ-იმ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უკრაინის, ქ. --- კ--კის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. უკრაინის, ქ. --- კ---ის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებითა და ამავე სასამართლოს მიერ გაცემული ცნობებით დასტურდება შემდეგი:
3.1. უკრაინის, ქ. --- კ---ის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება ვ. ა. ყიზი ბ-ის სარჩელის გამო არასრულწლოვანი ბავშვის რჩენაზე ალიმენტის გადახდევინების შესახებ, არ შესრულებულა უკრაინის ტერიტორიაზე.
3.2. უკრაინის, ქ.--- კ--ის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება ვ. ა. ყიზი ბ-ის სარჩელის გამო არასრულწლოვანი ბავშვის რჩენაზე ალიმენტის გადახდევინების შესახებ, 2020 წლის 14 დეკემბერს შევიდა კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას.
3.3. ე. მ-ვი დროულად და სათანადო წესით იქნა შეტყობინებული საქმის სასამართლო განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, ამასთან, მას ჩაბარდა სასარჩელო განცხადების ასლი. შეტყობინების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი თან ერთვის საქმეს. თუმცა, მოპასუხემ მოითხოვა, რომ საქმის მოსმენა განხორციელებულიყო მის დაუსწრებლად, რადგან არ გააჩნდა სახსრები საქართველოდან უკრაინაში ჩასასვლელად.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 იანვრის განჩინებით ვ. ა. ყიზი ბ-ის შუამდგომლობა უკრაინის, ქ. --- კ---ის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე №---) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
5. ზემოაღნიშნული განჩინება საქმის მასალებთან ერთად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარე - ე. ნ. ოღლი მ-ვს, რომელსაც განემარტა საკუთარი საპროცესო უფლებები, თუმცა მას განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ზემოაღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
6. საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უკრაინის, ქ. --- კ---კის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქმის მასალებით დგინდება, რომ უკრაინის, ქ. --- კ---ის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ვ. ა. ყიზი ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ე. მ-ვს ვ. ა. ყიზი ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა, მათი შვილის, 2013 წლის 03 ოქტომბერს დაბადებული ე. ე. ასული მ-ის სარჩენად, ყოველთვიურად 2500 გრივნის ოდენობით, მყარი ფულადი ფორმით, მაგრამ არანაკლებ საარსებო მინიმუმის 50%-სა, შესაბამისი ასაკის ბავშვზე 21.04.2017 წლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა მყარი ფულადი ფორმით დაექვემდებარა ინდექსაციას კანონის შესაბამისად. გადაწყვეტილება ე. მ-გან ალიმენტის გადახდევინების ნაწილში დაექვემდებარა დაუყოვნებლივ აღსრულებას ერთი თვის ალიმენტის გადასახდელი თანხის ფარგლებში.
8. შუამდგომლობაზე წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ: მოპასუხე (მოწინააღმდეგე მხარე) ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე; გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში; გადაწყვეტილება უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
9. მოწინააღმდეგე მხარე საქართველოში მაცხოვრებელი პირია.
10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა - აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის გაფორმებულია ხელშეკრულება სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ (ძალაშია 1996 წლის 6 დეკემბრიდან) (შემდეგში ასევე „ორმხრივი ხელშეკრულება“, მინსკის კონვენცია).
12. კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს.
13. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.
14. „მინსკის კონვენციის“ მე-19 მუხლის თანახმად, სამართლებრივი დახმარების თხოვნა შეიძლება უარყოფილი იქნეს, თუ ასეთი დახმარების გაწევა ზიანს მოუტანს იმ ხელშემკვრელი მხარის სუვერენიტეტს ან უშიშროებას, რომელსაც წაუყენეს მოთხოვნა ან ეწინააღმდეგება მის კანონმდებლობას. ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება (ცნობა) და იძულებითი აღსრულება. კერძოდ, 51-55-ე მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა (ცნობის) და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები.
15. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს მინსკის კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამასთან, არ არსებობს ამავე კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები (გადაწყვეტილებების აღიარებაზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუკი: ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება, იგი არ შესულა კანონიერ ძალაში ან არ ექვემდებარება აღსრულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე; მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება; საქმეზე იმავე მხარეებს, იმავე საგანზე და იმავე საფუძველზე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, სადაც აღიარებულ და აღსრულებულ უნდა იქნას გადაწყვეტილება, ადრე უკვე გამოტანილი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან არსებობს მესამე სახელმწიფოს სასამართლოს აღიარებული გადაწყვეტილება, ანდა თუ ამ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებამ ადრე აღძრა წარმოება ამ საქმეზე; წინამდებარე კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობისა, რომლის ტერიტორიაზეც გადაწყვეტილება აღიარებული და აღსრულებული უნდა იქნას, საქმე ეხება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას; არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის შესახებ; ამოიწურა იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, გათვალისწინებული იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის სასამართლოც ასრულებს დავალებებს). შუამდგომლობა აკმაყოფილებს სპეციალური კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებსაც და არც ამავე კანონის 68-ე მუხლის მე-2 (გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს) პუნქტით უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლო განიხილავს რა შუამდგომლობას ორმხრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში, მიიჩნევს, რომ კონვენციით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ დაცულია, შესაბამისად, უკრაინის, ქ. -- კ-ის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება (საქმე №---) უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერობის შესახებ“ კონვენციის 51-ე, 53-ე, 55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. ა. ყიზი ბ-ის შუამდგომლობა უკრაინის, ქ. --- კ-ის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე №---) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის, ქ. --- კ-ის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ე. მ-ვს ვ. ა. ყიზი ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა, მათი შვილის, 20.. წლის 03 ოქტომბერს დაბადებული ე. ე. ასული მ-ის სარჩენად, ყოველთვიურად 2500 გრივნის ოდენობით, მყარი ფულადი ფორმით, მაგრამ არანაკლებ საარსებო მინიმუმის 50%-სა, შესაბამისი ასაკის ბავშვზე 21.04.2017 წლიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა მყარი ფულადი ფორმით დაექვემდებარა ინდექსაციას კანონის შესაბამისად. გადაწყვეტილება ე. მ-ან ალიმენტის გადახდევინების ნაწილში დაექვემდებარა დაუყოვნებლივ აღსრულებას ერთი თვის ალიმენტის გადასახდელი თანხის ფარგლებში.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი