დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 06.07.2022
საქმის ნომერი
ა-3140-შ-91-2022
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
06.07.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ა-3140-შ-91-2022 6 ივლისი, 2022წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – თ. ფ-ერ

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ფ-ერ

განხილვის საგანი – ავსტრიის რესპუბლიკის ---- რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

დავის საგანი - განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ავსტრიის რესპუბლიკის --- რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით:

შეწყდა თ. ფ-სა (შემდეგში - შუამდგომლობის ავტორი) და დ. ფ-რს (შემდეგში - მოწინააღმდეგე მხარე) შორის 2019 წლის 16 თებერვალს ---- მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერის ნომერი #--------).

2. ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თხოვნით საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა შუამდგომლობის ავტორმა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ივნისის განჩინებით, შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

4. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ ავსტრიის რესპუბლიკის --- რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით შეწყდა შუამდგომლობის ავტორსა და მოწინააღმდეგე მხარეს შორის 2019 წლის 16 თებერვალს --- მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება.

5. დასახელებული გადაწყვეტილებითვე დგინდება, რომ იგი კანონიერ ძალაშია შესული 2022 წლის 30 მარტს.

6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

8. ამდენად, შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, უცხო ქვეყნის სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ფ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ავსტრიის რესპუბლიკის --- რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა თ. ფ-რსა და დ. ფ-რს შორის 2019 წლის 16 თებერვალს --- მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერის ნომერი #-----.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე