დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 28.11.2024
საქმის ნომერი
ა-4263-შ-110-2024
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
28.11.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ ა-4263-შ-110-2024 28 ნოემბერი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – თ.ხ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ესპანეთის, კალაორრას პირველი ინსტანციის №3 სასამართლოს 2023 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება, ბავშვზე მეურვეობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ესპანეთის, კალაორრას პირველი ინსტანციის №3 სასამართლოს 2023 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №100/2023) დადგინდა 2017 წლის 27 თებერვალს თბილისში (საქართველო) რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა თ.ხ–სა და გ.მ–ს შორის ყოველგვარი საპასუხისმგებლო მოვალეობების გაუქმებასთან და მემკვიდრეობითი უფლებების ჩამორთმევასთან ერთად. ბავშვზე - 2017 წლის 21 სექტემბერს დაბადებულ ვ.მ–ზე მხოლოდ დედის მეურვეობა და მზრუნველობა დაწესდა.

2. თ.ხ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოთ დასახელებული გადაწყვეტილების განქორწინებისა და ბავშვზე მეურვეობის დადგენის ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან დგინდება, რომ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია შესული.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 9 აგვისტოს განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

5. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. ესპანეთის, კალაორრას პირველი ინსტანციის №3 სასამართლოს 2023 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №100/2023) დადგინდა 2017 წლის 27 თებერვალს თბილისში (საქართველო) რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა თ.ხ–სა და გ.მ–ს შორის ყოველგვარი საპასუხისმგებლო მოვალეობების გაუქმებასთან და მემკვიდრეობითი უფლებების ჩამორთმევასთან ერთად. ბავშვზე - 2017 წლის 21 სექტემბერს დაბადებულ ვ.მ–ზე მხოლოდ დედის მეურვეობა და მზრუნველობა დაწესდა.

7. დგინდება, რომ ესპანეთის, კალაორრას პირველი ინსტანციის №3 სასამართლოს 2023 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

8. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.ხ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს ესპანეთის, კალაორრას პირველი ინსტანციის №3 სასამართლოს 2023 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება (საქმე №100/2023), რომლითაც დადგინდა 2017 წლის 27 თებერვალს თბილისში (საქართველო) რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა და ბავშვზე - 2017 წლის 21 სექტემბერს დაბადებულ ვ.მ–ზე მხოლოდ დედის მეურვეობა და მზრუნველობა;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

გიზო უბილავა