დაკმაყოფილდა ნაწილობრივ
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ა-5406-შ-118-2025 6 მარტი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შპს „ნ.ს.ქ–ა'' (საარბიტრაჟო მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ფ.ს–ი“ (საარბიტრაჟო მოპასუხე)
განხილვის საგანი – როსტოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 11 ივნისის NA53-19962/2025 განჩინება საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და როსტოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 11 ივნისის სააღსრულებო ფურცელი ( NA53-19962/2025)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ნ.ს.ქ–ამ“ როსტოვის საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა სარჩელით შპს „ფ.ს–ისთვის“ მოსარჩელის სასარგებლოდ 28.08.2024 წლის N39/24-A ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების თანხის 855 387 937 რუბლის და 04 კაპიკის, ასევე 100 000 რუბლის პირგასამტეხლოს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიწოდებული საქონლის ღირებულების 0.5% ოდენობის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.
2. როსტოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 11 ივნისის განჩინებით განცხადება განსახილველად იქნა მიღებული.
3. სარჩელთან ერთად შპს „ნ.ს.ქ–ამ'' სასამართლოს მიმართა განცხადებით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, რათა შპს „ფ.ს–ს“ აკრძალვოდა მისი კუთვნილი შემდეგი უძრავი ქონების გასხვისება ან/და იპოთეკით დატვირთვა:
3.1. მიწის ნაკვეთი მისამართი: გარდაბანი, სოფელი ......., მიწის ნაკვეთის ფართობი 10 000,00 კვ.მ. საკადასტრო კოდი: .........;
3.2. მიწის ნაკვეთი მისამართი: გარდაბანი, სოფელი ......., მიწის ნაკვეთის ფართობი: 2500,00 კვ.მ., საკადასტრო კოდი: ..........;
3.3. მიწის ნაკვეთი მისამართი: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი .........., მიწის ფართობი: 19519,00 კვ.მ., საკადასტრო კოდი: .........;
3.4. მიწის ნაკვეთი მისამართი: გარდაბნის რაიონი, სოფელი ........., მიწის ნაკვეთი: 7309,00 კვ.მ., საკადასტრო კოდი: ..........;
3.5. მიწის ნაკვეთი მისამართი: გარდაბანი, სოფელი .........., მიწის ნაკვეთის ფართობი: 22444,00 კვ.მ., საკადასტრო კოდი: ..........;
3.6. მიწის ნაკვეთი მისამართი: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი ............., მიწის ფართობი: 15903,00 კვ.მ., საკადასტრო კოდი: ..........;
3.7. მიწის ნაკვეთის მისამართი: გარდაბანი, .......... მიწის ნაკვეთის ფართობი: 14302,00 კვ.მ., საკადასტრო კოდი: ............;
3.8. მოსარჩელემ აგრეთვე მოითხოვა: შპს „ფ.ს–ის“ (ს/ნ ..........) მიერ შპს „ჯ.მ–სთვის“ (ს/ნ .........) 5 504 145,47 ლარის (2002569,45 აშშ დოლარის) მოთხოვნის უფლების დაყადაღება.
4. როსტოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 11 ივნისის NA53-19962/2025 განჩინებით, საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიღების შესახებ, დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა და შპს „ფ.ს–ს“ აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონებების გასხვისება ან /და იპოთეკით დატვირთვა:
4.1. მიწის ნაკვეთი მისამართი: გარდაბანი, სოფელი ........, მიწის ნაკვეთის ფართობი 10 000,00 კვ.მ. საკადასტრო კოდი: .........;
4.2. მიწის ნაკვეთი მისამართი: გარდაბანი, სოფელი ........, მიწის ნაკვეთის ფართობი: 2500,00 კვ.მ., საკადასტრო კოდი: ..........;
4.3. მიწის ნაკვეთი მისამართი: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი ..........., მიწის ფართობი: 19519,00 კვ.მ., საკადასტრო კოდი: ..........;
4.4. მიწის ნაკვეთი მისამართი: გარდაბნის რაიონი, სოფელი ........, მიწის ნაკვეთი: 7309,00 კვ.მ., საკადასტრო კოდი: ..........;
4.5. მიწის ნაკვეთი მისამართი: გარდაბანი, სოფელი ........, მიწის ნაკვეთის ფართობი: 22444,00 კვ.მ., საკადასტრო კოდი: .........;
4.6. მიწის ნაკვეთი მისამართი: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი ..........., მიწის ფართობი: 15903,00 კვ.მ., საკადასტრო კოდი: .........;
4.7. მიწის ნაკვეთის მისამართი: გარდაბანი, მარტყოფი, ........., მიწის ნაკვეთის ფართობი: 14302,00 კვ.მ., საკადასტრო კოდი: ...........;
4.8. ამავე განჩინებით ყადაღა დაედო შპს „ფ.ს–ის“ (ს/ნ ..........) მიერ შპს „ჯ.მ–სთვის“ (ს/ნ ..........) 5 504 145,47 ლარის (2002569,45 აშშ დოლარის) მოთხოვნის უფლებას.
5. განჩინება ხელმოწერილია და მითითებულია, რომ ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას, განჩინება შესულია კანონიერ ძალაში და მასზე 2025 წლის 11 ივნისს გაცემულია სააღსრულებო ფურცელი.
6. შუამდგომლობის ავტორმა, როსტოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 11 ივნისის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების (საქმე NA53-19962/25) ცნობა მოითხოვა საქართველოს ტერიტორიაზე მათი აღსრულების მიზნით. მისივე განმარტებით, ზემოაღნიშნული უძრავი ნივთებიდან, დღეის მდგომარეობით, შპს ,,ფ.ს–ის" (ს/ნ..........) საკუთრებაშია მხოლოდ შემდეგი ოთხი უძრავი ნივთი:
6.1. მიწის ნაკვეთი მისამართი: გარდაბანი, სოფელი ........., მიწის ნაკვეთის ფართობი 10 000,00 კვ.მ. საკადასტრო კოდი: .........;
6.2. მიწის ნაკვეთი მისამართი: გარდაბანი, სოფელი ........, მიწის ნაკვეთის ფართობი: 2500,00 კვ.მ., საკადასტრო კოდი: ..........;
6.3. მიწის ნაკვეთი მისამართი: გარდაბნის რაიონი, სოფელი .........., მიწის ნაკვეთი: 7309,00 კვ.მ., საკადასტრო კოდი: ..........;
6.4. მიწის ნაკვეთი მისამართი: გარდაბანი, სოფელი ........., მიწის ნაკვეთის ფართობი: 22444,00 კვ.მ., საკადასტრო კოდი: ........;
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა როსტოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 11 ივნისის NA53-19962/2025 საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ხოლო 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას.
10. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ძალაში შესულ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციასა და კონსტიტუციურ კანონს, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
11. შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციით. კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს, მათ შორის, სასამართლოს მიერ ასეთ საქმეებზე დამტკიცებულ შეთანხმებებს მორიგების შესახებ და ნოტარიულ აქტებს ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებით.
12. სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ 1993 წლის მინსკის კონვენციით (შემდგომში „კონვენცია“). კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს. კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასამართლო, რომელიც განიხილავს ხელშემკვრელი მხარის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხს, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია.
13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს „revizion au fond"-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ №ა-952-შ-23-2016, 6 ივლისი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს (იხ. სუსგ Nა-1167-შ-30-2024, 14.03.2024 წელი).
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში (სუსგ საქმე Nა-1700-შ-42-2019, 7.10.2019).
15. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის საგანზე, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, მოდავე მხარეთა შორის სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობას შეეხება. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილ როსტოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 11 ივნისს NA53-19962/2025 საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიღების შესახებ განჩინებაში მითითებულია, რომ მოპასუხედ დასახელებულ პირს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ გააჩნია რაიმე ქონება (იხ. ს.ფ, 27), რომლის გაყიდვით შესაძლებელია არსებული დავალიანების დაფარვა. წარმოდგენილი განჩინება ხელმოწერილია და მითითებულია, რომ ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას და ასევე მითითებულია, რომ განჩინება შესულია კანონიერ ძალაში, მასზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი.
16. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები მოცემულია როგორც მინსკის კონვენციის 55-ე მუხლში (გადაწყვეტილებების აღიარებაზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუკი: ა) ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება, იგი არ შესულა კანონიერ ძალაში ან არ ექვემდებარება აღსრულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე; б) მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება; ბ) საქმეზე იმავე მხარეებს, იმავე საგანზე და იმავე საფუძველზე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, სადაც აღიარებულ და აღსრულებულ უნდა იქნას გადაწყვეტილება, ადრე უკვე გამოტანილი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან არსებობს მესამე სახელმწიფოს სასამართლოს აღიარებული გადაწყვეტილება, ანდა თუ ამ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებამ ადრე აღძრა წარმოება ამ საქმეზე; გ) წინამდებარე კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობისა, რომლის ტერიტორიაზეც გადაწყვეტილება აღიარებული და აღსრულებული უნდა იქნას, საქმე ეხება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას; დ) არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის შესახებ; ე) ამოიწურა იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, გათვალისწინებული იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის სასამართლოც ასრულებს დავალებებს), ისე „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში (გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება (ცნობა) და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-ე-55-ე მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა (ცნობის) და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. საკასაციო პალატის ყურადღებას მიაქცევს ასევე, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნით წარდგენილი როსტოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 11 ივნისის NA53-19962/2025 განჩინებაზე, სადაც მითითებულია მოპასუხედ დასახელებული იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო კოდი, ასევე, წარმოდგენილია, 2025 წლის 11 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცელზე, სადაც შპს ,,ფ.ს–ის" საიდენტიფიკაციო კოდად მითითებულია - ........., რაც იძლევა იმ ლოგიკური დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ შპს "ფ.ს–ი" (ს/ნ ........) არის საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად წარდგენილ NA53-19962/2025 განჩინებაში საარბიტრაჟო მოპასუხედ დასახელებული პირი და შესაბამისად, ამავე განჩინებაში მითითებული უძრავი ქონებების მესაკუთრე.
18. ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, არ არსებობს როსტოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 11 ივნისის NA53-19962/2025 საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინების ცნობასა და აღსრულებაზე სრულად უარის თქმის საფუძველი, რადგან სპეციალური კანონის მოთხოვნების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი განჩინება არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.
19. აღნიშნულიდან გამომდინარე, როსტოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 11 ივნისის NA53-19962/2025 განჩინება საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, ნაწილობრივ ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და შესაბამის ნაწილში უნდა მიექცეს აღსასრულებლად. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე, 52-ე, 54-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ემუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ნ.ს.ქ–ას“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ნაწილობრივ ცნობილ იქნეს როსტოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 11 ივნისის NA53-19962/2025 განჩინება საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ;
3. საქართველოს ტერიტორიაზე მიექცეს აღსასრულებლად როსტოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 11 ივნისის NA53-19962/2025 საბოლოო განჩინება საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა და შპს „ფ.ს–ს“ აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონებების გასხვისება ან /და იპოთეკით დატვირთვა:
- მიწის ნაკვეთი მისამართი: გარდაბანი, სოფელი ........., მიწის ნაკვეთის ფართობი 10 000,00 კვ.მ. საკადასტრო კოდი: .......;
- მიწის ნაკვეთი მისამართი: გარდაბანი, სოფელი ......., მიწის ნაკვეთის ფართობი: 2500,00 კვ.მ., საკადასტრო კოდი: ........;
- მიწის ნაკვეთი მისამართი: გარდაბნის რაიონი, სოფელი ........, მიწის ნაკვეთი: 7309,00 კვ.მ., საკადასტრო კოდი: ..........;
- მიწის ნაკვეთი მისამართი: გარდაბანი, სოფელი ........., მიწის ნაკვეთის ფართობი: 22444,00 კვ.მ., საკადასტრო კოდი: .........;
4. საქართველოს ტერიტორიაზე მიექცეს აღსასრულებლად როსტოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 11 ივნისის NA53-19962/2025 საბოლოო განჩინება საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, იმ ნაწილში, რომლითაც ყადაღა დაედო შპს „ფ.ს–ის“ (ს/ნ .........) მიერ „ჯ.მ–სთვის“ (ს/ნ .........) 5 504 145,47 ლარის (2002569,45 აშშ დოლარის) მოთხოვნის უფლებას.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი