„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
„თავი III1. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების/განჩინებების გამოქვეყნება
მუხლი 301. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების რეესტრი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აწარმოებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების რეესტრს.
1. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში მათი უცხოურენოვანი ტექსტები ქართულად სათარგმნად გადაეცემა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
2. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების უცხოურენოვანი ტექსტების ქართულად თარგმნას აღნიშნული გადაწყვეტილებების/განჩინებების მისთვის გადაცემიდან 180 დღის ვადაში.
1. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების ქართულად ნათარგმნი ტექსტების გამოქვეყნებას უზრუნველყოფს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ აღნიშნული გადაწყვეტილებების/განჩინებების თარგმნიდან 5 დღის ვადაში.
2. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით თარგმნოს და გამოაქვეყნოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სხვა ქვეყნების მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებები/განჩინებები, რომლებიც შეიცავს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპის კონვენციის ან მისი დამატებითი ოქმების ნორმების მნიშვნელოვან განმარტებებს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 18 ოქტომბერი 2022 წ. N1923-IXმს-Xმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 30. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ოფიციალური გამოქვეყნება
- მუხლი 301. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების რეესტრი
- მუხლი 302. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების ტექსტების თარგმნა
- მუხლი 303. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების/ განჩინებების გამოქვეყნება
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.10.2022.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 18.10.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1923-IXმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 480140000.05.001.020640.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.10.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1923-IXმს-Xმპ, 18.10.2022, სარეგისტრაციო კოდი 480140000.05.001.020640 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.10.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5591450/