დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 21.05.2026
საქმის ნომერი
ა-2248-შ-80-2026
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
21.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ა-2248-შ-80-2026 21 მაისი, 2026 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი (მოსარჩელე) – რ.მ–ვი

მოპასუხე – გ.ო–ვა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – ისრაელის რიშონ ლეციონის საოჯახო საქმეების განმხილველი სასამართლოს 2022 წლის 19 მაისის გადაწყვეტილების (№7061-12-21) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ისრაელის რიშონ ლეციონის საოჯახო საქმეების განმხილველი სასამართლოს 2022 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით (№ 7061-12-21) განქორწინდნენ მხარეები - რ.მ–ვი (შემდეგში - მოსარჩელე ან შუამდგომლობის ავტორი) და გ.ო–ვა (შემდეგში - მოპასუხე).

2. შუამდგომლობის ავტორმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა და დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა ითხოვა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის გაცნობის შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

4. ისრაელის რიშონ ლეციონის საოჯახო საქმეების განმხილველი სასამართლოს 2022 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით (№ 7061-12-21) განქორწინდნენ მხარეები - მოსარჩელე და მოპასუხე, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

5. შუამდგომლობის ავტორმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა და დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა ითხოვა.

6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს.

8. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ.მ–ვის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს ისრაელის რიშონ ლეციონის საოჯახო საქმეების განმხილველი სასამართლოს 2022 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება (№ 7061-12-21), რომლითაც განქორწინდნენ მხარეები - რ.მ–ვი და გ.ო–ვა;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ბადრი შონია