დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 21.05.2026
საქმის ნომერი
ა-2311-შ-84-2026
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
21.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ა-2311-შ-84-2026 21 მაისი, 2026 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე,ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი (მოსარჩელე) – ა.გ–ვი

მოპასუხე – ა.მ–ვა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – ესტონეთის რესპუბლიკის ჰარიუს ოლქის სასამართლოს 2025 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება (საქმის ნომერი 2-24-17267)

განხილვის საგანი – ქორწინების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ესტონეთის რესპუბლიკის ჰარიუს ოლქის სასამართლოს 2025 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით (საქმის ნომერი 2-24-17267) შეწყდა ა.გ–ვსა (შემდეგში - მოსარჩელე ან შუამდგომლობის ავტორი) და ა.მ–ვას (შემდეგში - მოპასუხე) შორის საქართველოში, ქ.თბილისში 2022 წლის 29 აპრილს დარეგისტრირებული ქორწინება.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მოსარჩელემ და ზემოხსენებულ ნაწილში გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა ითხოვა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით შუამდგომლობა განსახილველად იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის გაცნობის შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

4. ესტონეთის რესპუბლიკის ჰარიუს ოლქის სასამართლოს 2025 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით (საქმის ნომერი 2-24-17267) შეწყდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის საქართველოში, ქ.თბილისში 2022 წლის 29 აპრილს დარეგისტრირებული ქორწინება.

5. დასტურდება, რომ 2026 წლის 30 მარტიდან გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები მოცემულ შემთხვევაში არ ვლინდება და წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.გ–ვის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს ესტონეთის რესპუბლიკის ჰარიუს ოლქის სასამართლოს 2025 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება (საქმის ნომერი 2-24-17267) იმ ნაწილში, რომლითაც შეწყდა ა.გ–ვსა და ა.მ–ვას შორის საქართველოში, ქ.თბილისში 2022 წლის 29 აპრილს დარეგისტრირებული ქორწინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე : ვლადიმერ კაკაბაძე

მოსამართლეები : ლევან მიქაბერიძე

ბადრი შონია