დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე Nას-331-2026
25 ივნისი, 2026 წელი, ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი - ს.ო–ვი, მ.ბ–ია, მ.რ–ძე (ა.ნ–ის მემკვიდრე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს "პ.ბ–ი"
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 27 იანვრის განჩინება და ამავე სასამართლოს 2026 წლის 10 მარტის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სს „პ.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: თ.გ–ს, მ.ხ–ს, ნ.გ–ს, ლ.ლ–ძესა და ამხანაგობა „გ–ი ..“ სს „პ.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ძირი თანხის - 269 604,44 აშშ დოლარის გადახდა; თ.გ–ს, მ.ხ–ს, ნ.გ–ს, ლ.ლ–ძესა და ამხანაგობა „გ–ი ..“ სს „პ.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ პროცენტის - 49 090,61 აშშ დოლარის გადახდა; თ.გ–ს, მ.ხ–ს, ნ.გ–ს, ლ.ლ–ძესა და ამხანაგობა „გ–ი ..“ სს „პ.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ჯარიმის - 880 აშშ დოლარის გადახდა. თ.გ–ისა და მ.ხ–ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 780 000 აშშ დოლარით, ხოლო ნ.გ–ისა და ლ.ლ–ძის - 400 000 აშშ დოლარით. შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი სს „პ.ბ–სა“ და ამხანაგობა „გ–ი ..“-ის თავმჯდომარე მ.ხ–ს შორის 2007 წლის 14 ივნისს დადებული იპოთეკის ხელშეკრულებები №8819 და 8819/1 ნ.ა–ძის, მ.მ–ის, გ.ზ–ძის, მ.ბ–ისა და ნ.ჩ–ძის ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ.გ–მა, ნ.გ–მა, მ.ბ–მა და სხვებმა.
2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ.გ–მა, ნ.გ–მა, მ.ბ–მა და სხვებმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 06 ნოემბრის განჩინებით. სს ,,პ.ბ–ის“ წარმომადგენლის გ.ბ–ძის განცხადება დაკმაყოფილდა. ყადაღა დაედო, ს.ო–ვის, მ.ბ–იასა და ა.ნ–ის კუთვნილ უძრავ ქონებებს, მდებარე: ქ.თბილისი, გ–ის ქუჩა #30, სართული 3, ბინა 8, კორპუსი 3. ფართი 41.30 კვ.მ. საკადასტრო კოდი: ........... მესაკუთრე მ.ბ–ია, პირადი ნომერი#...........; თბილისი, გ–ის ქუჩა #32-34, გ–ის მეორე გას.#3, სართული 2, ბინა 2, კორპუსი 2. ფართი76.40 კვ.მ. საკადასტრო კოდი: .......... მესაკუთრე ს.ო–ვი, პირადი ნომერი#..........; თბილისი, გ–ის ქუჩა #30, სართული 2, ბინა 1, კორპუსი 1. ფართი 43.50 კვ.მ. საკადასტრო კოდი: .......... მესაკუთრე ა.ნ–ი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 11.11.2013წ. გადაწყვეტილებით, თ.გ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება თ.გ–ის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. სს ,,პ.ბ–ის“ სარჩელი თ.გ–ის მიმართ არ დაკმაყოფილდა. ნ.გ–ის, ლ.ლ–ძის, მ.ბ–ის, მ.მ–ის, მ.ზ–ისა და სხვათა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება. სს ,,პ.ბ–ს“ თ.გ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 5000 ლარის გადახდა სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში.
5. გაუქმდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 20 ივნისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა თ.გ–ის (პირადი #.........) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებს: ქ. ბორჯომი, ........, 80.00 კვ.მ. ფართს (საკადასტრო კოდი #.........); ბორჯომის რაიონში, დაბა .........., .......... (საკადასტრო კოდი #.........) ნაკვეთის საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება, ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 679.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა #.........., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: 1) სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლი 506.4 კვ.მ.; 2) სპორტ დარბაზი 72.1 კვ.მ.; 3) საქვაბე 34.7 კვ.მ. ყადაღა მოეხსნას თ.გ–ის (პირადი #.........) სს ,,თ.ბ–ში“ და სს ,,ს. ბ–ში“ არსებულ საბანკო ანგარიშებს.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 19.11.2013წ. განჩინებით შესწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 ნოემბრის სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის მე-8 ქვეპუნქტში დაშვებული შეცდომა და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის მე-8 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „- თბილისი, გ–ის ქუჩა #30, სართული 3, ბინა 8, კორპუსი 3. ფართი 41.30 კვ.მ. საკადასტრო კოდი: .......... მესაკუთრე მ.ბ–ია, პირადი ნომერი#.........“.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 06.12.2013წ. განჩინებით შესწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 06 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაშვებული შეცდომა და დაყადაღებული ქონების სიიდან ამოირიცხა შემდეგი ქონება:
8. თბილისი, გ–ის ქუჩა #32-34, გ–ის მე-2 გას.#3. სართული 7, ბინა 17, მე-2 კორპუსი (მანსარდა), ფართი 105.90 კვ.მ. საკადასტრო კოდი: ........... მესაკუთრე ზ.მ–ძე, პირადი ნომერი#.........
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 07.03.2014წ. განჩინებით ნ.გ–ძის, მ.ბ–ის, ი.ხ–ის, გ.ზ–ძის, მ.ბ–იას, ვ.ბ–ას, ს.ო–ვის, ა.ნ–ის, ნ.ჩ–ისა და ნ.ჩ–ძის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 6 ნოემბრის განჩინება მ.ბ–იას, ა.ნ–ისა და ნ.გ–ძის უძრავ ქონებებზე ყადაღის დადების ნაწილში.
10. ყადაღისაგან გათავისუფლდა, ქ.თბილისში .......... (ნაკვეთი №7/12), მეორე სართულზე მდებარე 17,13 კვ.მ მე-3 ბინა საკადასტრო კოდი: ..........; ქ.თბილისში, ........... №18-ში, პირველი სადარბაზოში მდებარე 21,65 კვ.მ ფართი, საკადასტრო კოდი: ............; ბორჯომის რაიონში, ............ (დაზუსტებული ფართობი 723,00 კვ.მ, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: არასაცხოვრებელი 336,8 კვ.მ) მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი: .........; ქ.თბილისში, ..........., მესამე სადარბაზოში, 11-12 სართულზე მდებარე 56-ე ბინა (ბლოგი „გ“, ფართი 215,00 კვ.მ) საკადასტრო კოდი: ...........
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 ნოემბრისა და 6 დეკემბრის განჩინებები დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 28.04.2014წ. განჩინებით ნ.გ–ის, იბა „გ–ი ...-ისა“ და სს „პ.ბ–ის“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 02.11.2018წ. განჩინებით, მ.ბ–იას განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გასწორდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალაქტის 2014 წლის 7 მარტის #ას-1223-1168- 2013 განჩინების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებში დაშვებული უსწორობა: განჩინების სამოტივაციო ნაწილში მითითებული (მე-7 გვ. ბოლო აბზაცი): „სამართლებრივ დასაბუთებასაა მოკლებული მ.ბ–იას, ა.ნ–ისა და ნ.გ–ძის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე ... ყადაღის დადება“ შეიცავლა „სამართლებრივ დასაბუთებასაა მოკლებული ვ.ბ–ას, ნ.ჩ–ისა და ნ.გ–ძის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე ... ყადაღის დადება“; განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში მითითებული: „გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 6 ნოემბრის განჩინება მ.ბ–იას, ა.ნ–ისა და ნ.გ–ძის უძრავ ქონებებზე ყადაღის დადების ნაწილში“ შეიცავლა „გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 6 ნოემბრის განჩინება ვ.ბ–ას, ნ.ჩ–ისა და ნ.გ–ძის უძრავ ქონებებზე ყადაღის დადების ნაწილში-თ“.
14. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, სს „პ.ბ–ი“-ს განცხადება, სააღსრულებო წესის დადგენის თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინებით, 2012 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აუქციონის წესით, სარეალიზაციოდ მიექცა მოპასუხეთა კუთვნილი უძრავი ქონებები, მათ შორის განმცხადებლების, მ.ბ–იას კუთვნილი უძრავი ქონება ს/კ N.......... და ს.ო–ვის კუთვნილი უძრავი ქონება, ს/კ N.......;
15. 2025 წლის 13 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს ს.ო–ვმა, მ.ბ–იამ და ა.ნ–ის მემკვიდრემ მ.რ–ძემ. განმცხადებლებმა მოითხოვეს უძრავი ქონებების ყადაღისგან გათავისუფლება. უძრავი ქონებები, ს/კ N ......... ს/კ N........; ს/კ N........; განმცხადებლის განმარტებით, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ „საქართველოს კანონის 34-ე მუხლი“-ს საფუძველზე, კანონით დადგენილი ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადის გამო, აღსრულება შეწყდა, რაც ყადაღისგან გათავისუფლების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
16. ზემოაღნიშნული განცხადების პასუხად, 2025 წლის 31 დეკემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა სს „პ.ბ“-ს წარმომადგენელმა. განცხადებაში მითითებულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 19 სექტემბრის განჩინება, რომლითაც განისაზღვრა 2012 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების წესი, ამ ეტაპზე ძალაში შესული არ არის. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა წარმოდგენილი განცხადება უსაფუძვლოა რადგან, აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულების ხანდაზმულობის ვადა შეჩერებულია, ვიდრე აღსრულების წესის განსაზღვრის შესახებ განჩინება, არ შევა კანონიერ ძალაში.
17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, განცხადება უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
18. სააპელაციო პალატის განმარტებით, დადგენილია, რომ 2012 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „პ.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი. მოცემული დროისთვის გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნებისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, სს „პ.ბ–ი“-ს განცხადება სააღსრულებო წესის დადგენის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. განჩინება ასევე შეეხება, მოპასუხეთა მ.ბ–იასა და ს.ო–ვის კუთვნილ იმ უძრავ ქონებებს, რომელთა ყადაღისგან გათავისუფლებაც მოთხოვნილია განსახილველი განცხადებით. აღნიშნული განჩინება ძალაში შესული არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ განმცხადებლების მიერ მითითებული გარემოება, რაც გამომდინარეობეს, საქართველოს კანონის „აღსრულების შესახებ“ 34-ე მუხლიდან (აღსრულების შეწყვეტა, იმ გარემოების გამო, რომ გავიდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა) სახეზე არ გვაქვს.
19. რაც შეეხება მოპასუხის ა.ნ–ის მემკვიდრის მ.რ–ძის მოთხოვნას, უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე. აღნიშნულზე პალატამ განმარტა შემდეგი: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 19 სექტემბრის განჩინება, რომლითაც განისაზღვრა გადაწყვეტილების აღსრულების წესი, მართალია არ შეეხება უძრავ ქონებას, ს/კ N..........; მაგრამ მ.რ–ძის მიერ თბილისის სააღსრულებო ბიუროდან წარმოდგენილი ცნობა, ვერ გახდება საკმარისი საფუძველი, გაუქმდეს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, ვინაიდან, წარმოდგენილი ცნობით, არ დგინდება, სასამართლოს რომელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაიცა იგი. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე, არ არსებობს მ.რ–ძის განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი. პალატამ ზემოთ აღნიშნული მსჯელობის განვითარების საფუძველზე განმარტა, რომ უზრუნველყოფის გაუქმების მომთხოვნმა მხარემ, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს მის მიერ მითითებული გარემოება.
20. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოცემულ ეტაპზე განმცხადებელთა მიერ არ იყო წარმოდგენილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების კანონისმიერი საფუძველი, რაც განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. ამასთან პალატამ განმარტა, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის აღიარების საკითხი მოცემული დავის სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების ფარგლებში ვერ გადაწყდებოდა, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ხანდაზმულობა სადავოდაა გამხდარი.
21. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 27 იანვრის განჩინებაზე განმცხადებელმა საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
22. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 10 მარტის განჩინებით, განმცხადებლის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 27 იანვრის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
23. საკასაციო პალატა საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი, დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
24. განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს, სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 27 იანვრის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების და მისი ძალაში დატოვების შესახებ, ამავე სასამართლოს 2026 წლის 10 მარტის განჩინების კანონშესაბამისობა.
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლი ადგენს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გასაჩივრების წესს, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, რჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის, სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების, სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის, სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის ან ყადაღადადებული ქონების გამიჯვნაზე თანხმობის შესახებ განჩინებაზე შეიძლება საჩივრის შეტანა. ამავე კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
26. საკასაციო პალატის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით გათვალისწინებული ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესოსამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.
27. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი მოწესრიგებულია სსსკ-ის 191-ე მუხლით (მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე) და წარმოადგენს ამ მიზნის მიღწევის დროებით და ეფექტურ საშუალებას, რომელიც რეალიზებული უფლების აღსრულების ხელშეწყობის მიზანს ემსახურება და უნდა არსებობდეს მანამ, ვიდრე არსებობს მართლმსაჯულების ინტერესის დაცვის კრიტიკული აუცილებლობა.
28. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მხარეს, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, თუ იქმნება ვარაუდი, რომ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება შემდგომში გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება. ამისათვის მხარემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეექმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ. ( იხ. სუსგ №ას-467-2019, 28.02.2020; №ას-1302-2019, 26.12.2019; Nას-939-2019, 15.07.2019წ.; ას-43-2021, 26.03.2021წ.; №ას-1436-2023 29.11.2023წ.).
29. კანონიერ ძალაში შესული 2012 წლის 21 დეკემბრის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სს “პ.ბ–ის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი. ასევე დადგენილია, რომ გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის. საქმის მასალებით ირკვევა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნებისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, სს “პ.ბ–ის” განცხადება სააღსრულებო წესის დადგენის თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აუქციონის წესით სარეალიზაციოდ მიექცა იბა „გ–ი ..-ის“ წევრთა უძრავი ქონებები. აღნიშნული განჩინება მოიცავს მ.ბ–იას და ს.ო–ვის კუთვნილ იმ უძრავ ქონებებს, რომელთა ყადაღისგან გათავისუფლებასაც მოითხოვენ განმცხადებლები წარმოდგენილი განცხადებით.
30. საქმეზე არსებული იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კრედიტორ სს პ.ბ–ის" მოთხოვნის საფუძველზე, მიღებულია სასამართლო განჩინება სააღსრულებო წესის განსაზღვრის შესახებ (არ არის შესული კანონიერ ძალაში) და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აუქციონის წესით სარეალიზაციოდ მიექცა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღადადებული იბა „გ–ი ..-ის“ წევრთა უძრავი ქონება, საჩივრის ავტორთა არგუმენტი საქართველოს კანონის “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” 34-ე მუხლიდან გამომდინარე (სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის დადგენილი 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის საფუძვლით), გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ, უსაფუძვლოა.
31. საკასაციო სასამართლო, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ა.ნ–ის მემკვიდრის მ.რ–ძის მოთხოვნასთან მიმართებითაც. სარჩელის უზრუნველყოფის სახით გამოყენებული ყადაღის გაუქმების საფუძველი ვერ გახდება თბილისის სააღსრულებო ბიუროდან წარმოდგენილი 2025 წლის 8 აგვისტოს გაცემული ცნობა სააღსრულებო წარმოების დასრულების თაობაზე, რომელშიც კრედიტორად მითითებულია სს "პ.ბ–ი" ხოლო მოვალეებად: მ.ხ–ი, ნ.გ–ი, ლ.ლ–ძე და ამხანაგობა "გ–ი ..". რადგან, სადავო შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე, განისაზღვრა გადაწყვეტილების აღსრულების წესი(თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, დადგინდა იბა „გ–ი ..-ის“ წევრთა უძრავი ქონებების აუქციონის წესით სარეალიზაციოდ მიქცევა) და აღნიშნული განჩინება არ არის შესული კანონიერ ძალაში. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული წესი უშუალოდ არ შეეხო იბა „გ–ი ..-ის“ წევრის ა.ნ–ის მემკვიდრის მ.რ–ძის უძრავ ქონებას ს/კ N............+, ისეთ პირობებში, როდესაც კანონიერ ძალაში შესული 2012 წლის 21 დეკემბრის სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის, აღნიშნული გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული ყადაღა ვერ გაუქმდება.
32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მართლზომიერება განმცხადებლის მტკიცების საგანს განეკუთვნებოდა. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არ არის წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები რაც საკასაციო სასამართლოს დაარწმუნებდა საჩივრის დაკმაყოფილების და უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მართლზომიერებაში. შესაბამისად, საკასაციო სასამართო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში განმცხადებლებმა სათანადოდ ვერ დაასაბუთეს უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მართლზომიერება, აღნიშნულიდან გამომდინარე კი საჩივრის დაკმაყოფილების და გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
33. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და განმარტავს, რომ „სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება“ (იხ. „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №40765/02; Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece , judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40 Hornsby; Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, §129, 3 December 2009; Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000).“
34. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორებს არ მიუთითებიათ იმგვარ გარემოებებზე, რაც გასაჩივრებული განჩინებების გაუქმების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. ამასთან, საჩივრის ავტორებმა, საჩივრის ფარგლებში ვერ დაასაბუთეს უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებაზე უარის თქმის არამართლზომიერება.
35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით, 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.ო–ვის, მ.ბ–იას და მ.რ–ძის (ა.ნ–ის მემკვიდრე) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 27 იანვრის განჩინება და ამ განჩინების უცვლელად დატოვების შესახებ, ამავე სასამართლოს 2026 წლის 10 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი