დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 04.06.2026
საქმის ნომერი
ა-2207-შ-77-2026
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
04.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ა-2207-შ-77-2026 4 ივნისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნიკოლოზ მარსაგიშვილი (თავმჯდომარე)

მირანდა ერემაძე (მომხსენებელი),მოსამართლე: არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ი.მ–ი

განხილვის საგანი – საბერძნეთის რესპუბლიკის ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 30 ნომებრის გადაწყვეტილება (№2056/2016)

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საბერძნეთის რესპუბლიკის ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 30 ნომებრის გადაწყვეტილებით (№2056/2016) შეწყდა ქორწინება ი.მ–სა და გ.მ–ს შორის. ი.მ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 18 მაისის განჩინებით, შუამდგომლობა წარმოებაშია მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

3. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

4. საბერძნეთის რესპუბლიკის ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 30 ნომებრის გადაწყვეტილებით (№2056/2016) შეწყდა ქორწინება ი.მ–სა და გ.მ–ს შორის. ი.მ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

5. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

6. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

7. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

8. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმების სისტემური ანალიზის საფუძველზე მიუთითებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში (სპეციალური კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტი) მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ამავდროულად საკასციო პალატა აღნიშნავს, რომ კომპეტენტურობის დადგენის კუთხით იყო უფლებმოსილი ემსჯელა გადაწყვეტილების ცნობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.მ–ის შუამდგომლობა საბერძნეთის რესპუბლიკის ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 30 ნომებრის გადაწყვეტილების (№2056/2016) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს საბერძნეთის რესპუბლიკის ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 30 ნოემბრის (№2056/2016) გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლო ამტკიცებს განმცხდებელთა 11.05.206 წლის წერილობით შეთანხმებას, რომლის საგანია მათი ქორწინების შეწყვეტა ურთირეთშეთანხმებით. სასამართლო აცხადებს მხარეთა (გ.მ–ის ნ–ს ძე და ი.მ–კი გ–ს ასული, დაბადების გვარი მ–ი) შორის არსებული კანონიერად გაფორმებული სამოქალაქო ქორწინების შეწყვეტას, რომელიც შედგა 2011 წლის 14 მარტს ვაკეში, თბილისში, საქართველოში;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. მარსაგიშვილი

მომხსენებელი: მ. ერემაძე

მოსამართლე: ა. კოჭლამაზაშვილი