აეროდრომის საექსპლუატაციო მინიმუმები

2 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

აეროდრომით სარგებლობის შეზღუდვები, შემდეგისათვის: ე.ა) ასაფრენად, გამოხატული ადზ-ზე ხილვადობის სიშორით და/ან ხილვადობით და, საჭიროებისას, ღრუბლიანობის პარამეტრებით; ე.ბ) დასაფრენად, დასაფრენად ზუსტი შესვლისას და დაფრენისას, გამოხატული ადზ-ზე ხილვადობის სიშორით და/ან ხილვადობით და, საექსპლუატაციო კატეგორიის შესაბამისი, გადაწყვეტილების მიღების აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლით (DA/H); ე.გ) დასაფრენად, ვერტიკალური მიმართვით დასაფრენად შესვლისას და დაფრენისას, გამოხატული ადზ-ზე ხილვადობის სიშორით და/ან ხილვადობით და გადაწყვეტილების მიღების აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლით (DA/H); ე.დ) დასაფრენად, დასაფრენად არაზუსტი შესვლისას და დაფრენისას, გამოხატული ადზ-ზე ხილვადობის სიშორით და/ან ხილვადობით, დაშვების მინიმალური აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლით (MDA/H) და, საჭიროებისას, ღრუბლიანობის პარამეტრებით

თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ · მუხლი 3

აეროდრომით სარგებლობის შეზღუდვები: ბ.ა) აფრენისას, გამოსახული ადზ-ზე ხილვადობის სიშორით (RVR) და/ან ხილვადობით და, საჭიროებისას, ღრუბლიანობის ჭერით; ბ.ბ) დასაფრენად არაზუსტი (2D) სახელსაწყო შესვლისას გამოსახული ხილვადობით და/ან RVR-ით, დაშვების მინიმალური აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლით (MDA/H) და საჭიროებისას, ღრუბლებს ქვედა საზღვრის სიმაღლით; ბ.გ) დასაფრენად ზუსტი (3D) სახელსაწყო შესვლისას, გამოსახული ხილვადობით და/ან RVR-ით, ასევე, ექსპლუატაციის ტიპის და/ან კატეგორიის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლით (DA/H).

საერთო დანიშნულების ავიაციის მიზნებისთვის საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

ყველა ტერმინი →