საქართველოს ეროვნული ბანკის ან სხვა სახელმწიფოს შესაბამისი მარეგულირებლის მიერ აქტივების მართვის მიზნით ლიცენზირებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებული ნდობითი ვალდებულების მქონე იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საპენსიო სააგენტოს აქტივების მართვას აქტივების მართვის ხელშეკრულების საფუძველზე , ან იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აქტივების მართვის მიზნით ან/და საინვესტიციო რჩევების გაცემის მიზნით შექმნილი ან დაფუძნებული პირი, რომლის წევრ სახელმწიფოს წარმოადგენს საქართველო და რომელიც არ ექვემდებარება ცალკეული ქვეყნის შესაბამისი მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებას
აქტივების მმართველი კომპანია
4 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში
აქტივების მართვის მიზნით ეროვნული ბანკის ან სხვა სახელმწიფოს შესაბამისი მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული ნდობითი ვალდებულების მქონე იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საპენსიო აქტივების მართვას, ან იმ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, რომლის წევრი სახელმწიფოც არის საქართველო, აქტივების მართვის მიზნით ან/და საინვესტიციო რჩევების გაცემის მიზნით შექმნილი ან დაფუძნებული პირი, რომელიც ცალკეული ქვეყნების შესაბამისი მარეგულირებლების მიერ ლიცენზირებას არ ექვემდებარება
„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით და „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აქტივების მმართველი კომპანია
„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში დაფუძნებული და ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია