აუდიტი

3 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

ფაქტობრივი მონაცემების მიღების და მათი ობიექტური შეფასების სისტემატური, დამოუკიდებელი, დოკუმენტირებული პროცესი არსებულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დასადგენად

ტექნიკური რეგლამენტის - ბიოლოგიურ აგენტებზე მუშაობის სანიტარიული ნორმების დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

დასახული მიზნის მისაღწევად სისტემატური ან დამოუკიდებელი შემოწმება განხორციელებული საქმიანობის დაგეგმვის ეფექტიანობისა და შედეგების შესაბამისობის დასადგენად

ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

ობიექტური მტკიცებულებების სისტემატური და დამოუკიდებელი მოპოვების და ობიექტური შეფასების პროცესი აუდიტის კრიტერიუმების შესრულების შეფასების მიზნით

პირველი და მეორე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების წესის დადგენის შესახებ · მუხლი 2

ყველა ტერმინი →