ავტორიზაცია

8 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმიანობის რეგისტრაცია ამ კანონით დადგენილი ერთიანი წესით

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ · მუხლი 2

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა

უმაღლესი განათლების შესახებ · მუხლი 2

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა

ზოგადი განათლების შესახებ · მუხლი 2

კოლეჯის სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა

პროფესიული განათლების შესახებ · მუხლი 3

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ პირს ანიჭებს პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს სტატუსსა და ტურისტული გიდის სერტიფიცირების უფლებამოსილებას

„ტურისტული გიდის სერტიფიცირებისა და პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს ავტორიზაციის წესის“ დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2

ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მარეგულირებელი ორგანოს მიერ პირისთვის ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭება, რეგისტრაციის, ლიცენზიის ან/და ნებართვის სახით

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ · მუხლი 4

საწარმოს მიერ დაშვებაზე უფლებამოსილი პირისათვის მინიჭებული უფლებამოსილება, განსაზღვრული სამუშაო მოცულობით, შეასრულოს ტექმომსახურების სამუშაოები და დაადასტუროს ხელმოწერით

„საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

საწარმოს მიერ დაშვებაზე უფლებამოსილი პირისათვის მინიჭებული უფლებამოსილება, განსაზღვრული სამუშაო მოცულობით, შეასრულოს ტექმომსახურების სამუშაოები და დაადასტუროს ხელმოწერით

„საფრენად ვარგისობის კომბინირებული საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

ყველა ტერმინი →