ბაზრის სტრუქტურა

3 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციისათვის დამახასიათებელი რაოდენობრივი და თვისობრივი მაჩვენებლების (ფაქტორების) ერთობლიობა, რომელიც მოიცავს: ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ტევადობას, ამ სეგმენტზე მოქმედი ავტორიზებული პირების რაოდენობას, მათ მიერ დაკავებულ ფარდობით წილებს (გაზომვის შესაბამის ერთგვაროვან ერთეულებში), საბაზრო კონცენტრაციის მაჩვენებლებს, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ინფრასტრუქტურისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური რესურსების დატვირთული და თავისუფალი სიმძლავრეების ოდენობას, ბაზრის შესაბამისი სეგმენტის სხვა მაჩვენებლებს

მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2

ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციისათვის დამახასიათებელი რაოდენობრივი და თვისებრივი მაჩვენებლების (ფაქტორების) ერთობლიობა, რომელიც მოიცავს: ბაზრის შესაბამისი სეგმენტის მოცულობას, ამ სეგმენტზე მოქმედი ავტორიზებული პირების რაოდენობას, მათ მიერ დაკავებულ ფარდობით წილებს (გაზომვის შესაბამის ერთგვაროვან ერთეულებში), ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებლებს, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ინფრასტრუქტურისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური რესურსების დატვირთული და თავისუფალი სიმძლავრეების ოდენობას, ბაზრის შესაბამისი სეგმენტის სხვა მაჩვენებლებს

ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგიისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2

ბაზრისთვის დამახასიათებელი კონკურენციის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ბაზრის ზომას, ბაზრის მონაწილეების რაოდენობას, მათ საბაზრო წილებს, ბაზარზე კონცენტრაციის დონეს, ენერგეტიკული სისტემის და მისი ელემენტების გამოყენების და სხვა მაჩვენებლებს

ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესების დამტკიცების შესახებ · მუხლი 4

ყველა ტერმინი →