დასაფრენად შესვლის დასკვნით ეტაპზე უწყვეტი დაშვება (CDFA)

2 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

დასაფრენად სტაბილიზებული შესვლის პროცედურის შესაბამისი, დასაფრენად არაზუსტი სახელსაწყო შესვლის (NPA) პროცედურის დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპის სეგმენტზე (FAS) ფრენის ტექნიკა, რომელიც ხორციელდება ჰორიზონტალური გასწორების გარეშე უწყვეტი დაშვებით, ისეთი აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლიდან, რომელიც დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპის საკონტროლო წერტილის (FAF) აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლის ტოლი ან მეტია: ი.ა) პირდაპირი ტრაექტორიით დასაფრენად შესვლისათვის, ისეთ წერტილამდე, რომელიც მდებარეობს დასაფრენი ადზ-ის ზღურბლიდან დაახლოებით 15 მ-ის (50 ფტ) სიმაღლეზე ან იმ წერტილამდე, საიდანაც კონკრეტული ტიპის სხ დაფრენისას გასწორების მანევრს იწყებს; ან ი.ბ) წრიდან დასაფრენად შესვლისათვის, დაშვების მინიმალური აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლის (MDA/H) ან ვიზუალური ფრენის მანევრის აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლის მიღწევის წერტილამდე

საერთო დანიშნულების ავიაციის მიზნებისთვის საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

პილოტირების ტექნიკა, რომელიც გამოიყენება არაზუსტი სისტემით დასაფრენად სტაბილიზირებული შესვლისას განუწყვეტელი დაშვებით (ჰორიზონტალური გასწორების გარეშე). ამ მეთოდით დასაფრენად შესვლა იწყება იმ აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლიდან, რომელიც დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპის საკონტროლო წერტილის სიმაღლის ტოლი ან მეტია, და გრძელდება ადზ-ს ზღურბლიდან დაახლოებით 15 მეტრის (50 ფუტის) სიმაღლემდე ან იმ წერტილამდე, საიდანაც კონკრეტული ტიპის საჰაერო ხომალდის დაფრენის წინა გასწორების მანევრი იწყება, ხოლო ამ მეთოდით წრიდან დასაფრენად შესვლისას დაშვება ხორციელდება დასაფრენად შესვლის მინიმუმამდე (OCA/H წრეზე ფრენა) ან ფრენისას ვიზუალური მანევრის აბსოლუტურ/ფარდობით სიმაღლემდე

დიდი გაბარიტების და ტურბორეაქტიული ძრავების მქონე, საერთო დანიშნულების ავიაციის თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

ყველა ტერმინი →