დეპოზიტორის ანგარიშზე რიცხული თანხები (მათ შორის, მიმდინარე ანგარიშზე რიცხული თანხები, ვადიანი დეპოზიტი, მოთხოვნამდე დეპოზიტი), რომლებიც უნდა გადაიხადოს კომერციულმა ბანკმა ან მიკრობანკმა დეპოზიტორსა და კომერციულ ბანკს ან მიკრობანკს შორის დადებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ელექტრონული ფულის სანაცვლოდ მიღებული სახსრები დეპოზიტი არ არის
დეპოზიტი
4 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში
კომერციულ ბანკში, მიკრობანკში ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაში პირის მიერ შეტანილი ფულადი სახსრები ან გადახდის სხვა საშუალებები, რომლებზედაც საკუთრების უფლებას იძენს კომერციული ბანკი, მიკრობანკი ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება. ელექტრონული ფულის სანაცვლოდ მიღებული სახსრები დეპოზიტი არ არის
ფულადი შენატანი, მიმწოდებლის ანგარიშზე მომხმარებლის მიერ თანხის განთავსება, რომელიც მიმწოდებლის მიერ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მომხმარებლის დავალიანების დასაფარად, ან გასაწევი მომსახურეობის ღირებულების ასანაზღაურებლად
მომხმარებლის მიერ მომსახურების მიმწოდებლის ანგარიშზე წინასწარ ჩარიცხული განსაზღვრული თანხა