ეკონომიკური ოპერატორი

4 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

ნებისმიერი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, პირთა გაერთიანება, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც ბაზარზე საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის შეთავაზებას ახდენს. ამასთანავე, ეკონომიკური ოპერატორი საჯარო შესყიდვის შესაბამისი ეტაპის მიხედვით შეიძლება იყოს: დ.ა) კანდიდატი – ეკონომიკური ოპერატორი, რომელმაც განაცხადით მოითხოვა შეზღუდულ პროცედურაში, კონკურენტულ დიალოგში, წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურაში, წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურაში, ინოვაციურ პარტნიორობაში ან კონკურსში მონაწილეობა ან რომელიც მასში მონაწილეობის მისაღებად იქნა მიწვეული; დ.ბ) პრეტენდენტი – ეკონომიკური ოპერატორი, რომელმაც საჯარო შესყიდვის პროცესში წინადადება წარადგინა; დ.გ) მიმწოდებელი – ეკონომიკური ოპერატორი, რომელთანაც შემსყიდველმა ორგანიზაციამ საჯარო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დადო

ON PUBLIC PROCUREMENT · მუხლი 3

ყველა ტერმინი →