ეტიკეტი

3 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

სურსათის შეფუთვაზე ან ტარაზე (კონტეინერზე) ან თანდართულ დოკუმენტში წერილობითი, ბეჭდური, შაბლონის, აღნიშნული ან ამოტვიფრული სახით განთავსებული იარლიყი, თანდართული ან მიმაგრებული ნებისმიერი იარლიყი (ბირკა), სასაქონლო ნიშანი (ბრენდი), სავაჭრო ნიშანი (მარკა), გრაფიკული ან სხვა აღწერილობითი გამოსახულება

ტექნიკური რეგლამენტის - მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

ნებისმიერი იარლიყი, ბრენდი, ნიშანი, ილუსტრირებული (პიქტოგრამა) ან სხვა აღწერილობითი ელემენტი, რომელიც წერილობითი, ნაბეჭდი, ნახატი ან ამოტვიფრული ფორმით წარმოდგენილია ცხოველის საკვების შეფუთვაზე ან კონტეინერზე

ცხოველის საკვების გამოყენებისა და ბაზარზე განთავსების წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 3

საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისი ტექსტობრივი ინფორმაცია, გრაფიკული გამოსახულება, რომელიც სამომხმარებლო ტარაზე არის მიკრული, დაბეჭდილი, ამოტვიფრული ან სხვაგვარად დამაგრებული

ვაზისა და ღვინის შესახებ · მუხლი 3

ყველა ტერმინი →