გადმომტვირთავი

2 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

პირი, რომელიც: შ.ა) უზრუნველყოფს კონტეინერის, ნაყარი ტვირთის კონტეინერის, მრავალელემენტიანი აირის კონტეინერის, კონტეინერ-ცისტერნის, გადასატანი კონტეინერის ან საავტომობილო სატრანსპორტო საშუალების გადმოღებას ვაგონიდან; შ.ბ) გადმოტვირთავს შეფუთულ სახიფათო ტვირთს, პატარა კონტეინერებს, ან გადასატან ცისტერნებს ვაგონიდან ან კონტეინერიდან; შ.გ) ახორციელებს სახიფათო ტვირთის გადმოტვირთვას ვაგონ-ცისტერნიდან, მოსახსნელი ცისტერნიდან, გადასატანი ცისტერნიდან ან კონტეინერ-ცისტერნიდან ან ვაგონ-ბატარეადან ან მრავალელემენტიანი აირის კონტეინერიდან ან ვაგონიდან, დიდი კონტეინერიდან ან პატარა კონტეინერიდან დიდი მოცულობის ტვირთის ან ნაყარი ტვირთის კონტეინერით გადაზიდვისთვის.

სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის დამტკიცების თაობაზე · მუხლი 3

საწარმო, რომელსაც გადმოაქვს კონტეინერი, ნაყარი ტვირთების კონტეინერი, მრავალელემენტიანი აირის კონტეინერი, ცისტერნა-კონტეინერი ან გადასატანი ცისტერნა ვაგონიდან, ან საწარმო, რომელიც ახორციელებს შეფუთული ტვირთის, მცირე კონტეინერების ან გადასატანი ცისტერნების გადმოტვირთვას ვაგონიდან ან კონტეინერიდან, ან საწარმო, რომელიც ახორციელებს ტვირთის დაცლას ცისტერნიდან (ვაგონ-ცისტერნა, მოსახსნელი ცისტერნა, გადასატანი ცისტერნა ან ცისტერნა-კონტეინერი), ვაგონ-ბატარეიდან, მრავალელემენტიანი აირის კონტეინერიდან ან ვაგონიდან, ნაყარი ტვირთის გადასაზიდი დიდი ან მცირე კონტეინერიდან ან ნაყარი ტვირთების კონტეინერიდან

სარკინიგზო უსაფრთხოების წესის დამტკიცების თაობაზე · მუხლი 3

ყველა ტერმინი →