სტატუსი, რომელიც კონკურსს სისტემის მეშვეობით ენიჭება ავტომატურად, მას შემდეგ, რაც შემსყიდველი ორგანიზაცია დაადგენს პრეტენდენტების ტექნიკური დოკუმენტაციის საკონკურსო პირობებთან შესაბამისობას, სისტემის შესაბამის ველებში დააფიქსირებს საკონკურსო წინადადებების ხარისხის ჯამურ ქულებს, ეს ქულები სისტემის მეშვეობით აგრეგირდება საკონკურსო წინადადებების ფასთან და სისტემის მეშვეობით გამოვლინდება საუკეთესო საკონკურსო წინადადების მქონე პრეტენდენტი. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის კონკურსისთვის მინიჭება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ კონკურსს, დადგენილი წესით, არ მინიჭებია ამ პუნქტის „ნ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ყველა სტატუსი ამავე პუნქტში მოცემული თანმიმდევრობით
გამარჯვებული გამოვლენილია
2 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში
ტენდერის სტატუსი, რომელიც ელექტრონულ ტენდერს ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც იგი სისტემაში ატვირთავს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმს, რომლითაც დასტურდება, რომ ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაცია, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ნიმუში, ექსპერტიზის დასკვნა ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი შეესაბამება სატენდერო პირობებს, გარდა ამ წესის მე-40 მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისისა