საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული: ე.ა) სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა); ე.ბ) სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი); ე.გ) სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი); ე.დ) მოკლე (მათ შორის, საფანტის) ცეცხლსასროლი იარაღი; ე.ე) სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი; ე.ვ) სპორტული გრძელი ცეცხლსასროლი იარაღი; ე.ზ) გაზის (აირის) იარაღი (პისტოლეტი, რევოლვერი); ე.ზ1) სასიგნალო იარაღი; ე.ზ2) ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღი; ე.თ) სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„პ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე პირების საკუთრებაში არსებული იარაღი, რომელსაც ენიჭება სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი; ე.ი) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„პ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაწესებულებების კუთვნილი იარაღი, რომელიც სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაეცემა მოსარგებლე პირებს; ე.კ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე ამ პირის კუთვნილი სასიგნალო იარაღი; ე.კ1) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ2“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილი სასიგნალო იარაღი; ე.ლ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის კუთვნილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი ან სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღი, რომლიდან სროლაც დასაშვებია დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებისა და დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის შესაბამისად; ე.ლ1) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სროლის სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაციის/ორგანიზაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის (რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი ან/და სასროლო-სანადირო სტენდი), აგრეთვე იმავე წესით აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაციის (რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა) კუთვნილი სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღი; ე.მ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღი; ე 1) იარაღის დროებითი მოწმობა – დოკუმენტი, რომელიც ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აძლევს უფლებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაიტანოს: ე1.ა) იარაღი სააგენტოში ჩამოწერის (ჩაბარების) ან ბალისტიკურ შემოწმებაზე წარდგენის მიზნით ან უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოსთვის ჩაბარების/გადაცემის მიზნით, ხოლო ბალისტიკურ შემოწმებაზე წარდგენილი იარაღი − შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით; ე1.ბ) იარაღი შეძენის ადგილიდან შენახვის ადგილზე მიტანის მიზნით; ე1.გ) იარაღი შენახვის ადგილიდან დროებით სხვა ადგილზე მიტანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით; ე1.დ) შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღი სააგენტოში ტექნიკური დათვალიერებისთვის წარდგენის მიზნით; ე1.ე) შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღი შენახვის ადგილიდან იარაღის შეკეთების ლიცენზიის მქონე პირთან მიტანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით; ე1.ვ) შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღი და ამ გადასატანი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნა იარაღის შენახვის ადგილიდან დახურულ ან/და ნახევრად დახურულ ტირში, სასროლეთში ან/და სასროლო-სანადირო სტენდში მიტანის ან/და იარაღის შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით; ე1.ზ) იარაღი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში; ე1.თ) საბრძოლო მასალა/ვაზნა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში
იარაღი
3 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში
მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად, ან სიგნალის მისაწოდებლად, ან ხმოვანი (აკუსტიკური) ეფექტის მისაღებად
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღი