ინგრედიენტი

2 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

ნებისმიერი ნივთიერება ან პროდუქტი, მათ შორის არომატიზატორი, საკვებდანამატი, საკვები ფერმენტი და, ასევე, შედგენილი ინგრედიენტის ნებისმიერი შემადგენელი ნაწილი, რომელიც გამოიყენება სურსათის წარმოებისა და დამზადებისას და მზა სურსათში არსებობს საწყისი ან/და შეცვლილი ფორმით. ნარჩენები არ მიეკუთვნება ინგრედიენტს

ტექნიკური რეგლამენტის - მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებისათვის ნებადართული ნებისმიერი ნივთიერება, მათ შორის საკვებდანამატი, სასურსათო ნედლეული, რომელიც გამოიყენება სურსათის/ცხოველი საკვების წარმოებაში და მზა სურსათში/ცხოველის საკვებში რჩება საწყისი ან შეცვლილი ფორმით

ბიოწარმოების შესახებ · მუხლი 3

ყველა ტერმინი →