ჯგუფი

2 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

იურიდიული პირებისაგან შემდგარი ჯგუფის იმ წევრთა ერთობლიობა, რომელშიც შედის მიკრობანკი, მისი სათავო საწარმო/საწარმოები, მიკრობანკისა და მისი სათავო საწარმოს/საწარმოების შვილობილი, ასოცირებული და ერთობლივი საწარმოები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლების გარეთ. ასევე, სხვა საწარმოები, რომლებშიც მიკრობანკის და მისი სათავო საწარმოს მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი, ადმინისტრატორი ან მათი ნათესავი ფლობს მნიშვნელოვან წილს

მიკრობანკების კორპორაციული მართვის კოდექსის დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2

იურიდიული პირებისაგან შემდგარი ჯგუფის იმ წევრთა ერთობლიობა, რომლებიც არიან ბანკი, მისი სათავო საწარმო/საწარმოები, ბანკისა და მისი სათავო საწარმოს/საწარმოების შვილობილი, ასოცირებული და ერთობლივი საწარმოები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლების გარეთ. ასევე, სხვა საწარმოები, რომლებშიც ბანკის და მისი სათავო საწარმოს მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი, ადმინისტრატორი ან მათი ნათესავი ფლობს მნიშვნელოვან წილს

კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსის დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2

ყველა ტერმინი →