სტატუსი, რომელიც კონკურსს ენიჭება მას შემდეგ, რაც შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი სისტემაში ატვირთავს მიმწოდებელთან დადებულ ხელშეკრულებას და სისტემის შესაბამის ველში მიეთითება ამ მიმწოდებლის სახელწოდება. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის კონკურსისთვის მინიჭება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ კონკურსში არც ერთმა მიმწოდებელმა არ მიიღო მონაწილეობა ან კონკურსი დასრულებულია უარყოფითი შედეგით, აგრეთვე თუ კონკურსს, დადგენილი წესით, არ მინიჭებია ამ პუნქტის „ნ“–„ს“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ყველა სტატუსი ამავე პუნქტში მოცემული თანმიმდევრობით
ხელშეკრულება დადებულია
2 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში
ტენდერის სტატუსი, რომელიც ელექტრონულ ტენდერს ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც იგი სისტემაში ატვირთავს მიმწოდებელთან დადებულ ხელშეკრულებას, აგრეთვე სისტემის შესაბამის ველში მიეთითება მიმწოდებლის სახელწოდება და ხელშეკრულების რეკვიზიტები