კონსოლიდირებული ტენდერებისთვის შექმნილი პორტალი https://ctd.spa.ge, რომელიც უზრუნველყოფს კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიებას, გაცვლას, დამუშავებას, ანგარიშგებას, გარკვეული შესყიდვისთვის ნებართვის აღებასა და კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტს. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, აღნიშნული პორტალის მეშვეობით წარდგენილ რაოდენობაზე გააფორმოს ხელშეკრულება შესაბამისი კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, თუ ინფორმაციის გამოთხოვისას ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ მითითებული არ იყო, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მისათითებელი რაოდენობა საორიენტაციოა
ცენტრალიზებული შესყიდვის განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ