განსაზღვრულ ლაბორატორიულ ან დაწესებულების ერთეულში, უსაფრთხო მეთოდებით კონტროლირებადი გარემოს შექმნა, სადაც ლაბორატორიის თანამშრომლის, პაციენტის ან სხვა პერსონალის და გარემოს ინფექციურ აგენტთან ექსპოზიციის რისკი მინიმუმამდეა შემცირებული, ან საერთოდ აღმოფხვრილი. კონტეინმენტის ელემენტებია: ლაბორატორიული ჩვევა/პრაქტიკა და ტექნიკა, უსაფრთხო აღჭურვილობა და შენობის დიზაინი
კონტეინმენტი (შეკავება)
2 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში
ნიშნავს განსაზღვრულ ლაბორატორიულ ან დაწესებულების ერთეულში უსაფრთხო მეთოდებით გაკონტროლებულ გარემოს, სადაც დაწესებულების თანამშრომლის, პაციენტის, სხვა პერსონალის და გარემოს ინფექციური აგენტით ექსპოზიციის რისკი მინიმუმამდეა შემცირებული. კონტეინმენტის ელემენტებია: ლაბორატორიული ჩვევა/პრაქტიკა და ტექნიკა, უსაფრთხო აღჭურვილობა და შენობის დიზაინი
ტექნიკური რეგლამენტის - ბიოლოგიურ აგენტებზე მუშაობის სანიტარიული ნორმების დამტკიცების შესახებ