ის უფლებები, ხელშეკრულებები ან სხვა საშუალებები, რომლებიც, ფაქტობრივი მდგომარეობიდან და საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, ერთად ან ცალ-ცალკე, იძლევა ენერგეტიკულ საწარმოზე არსებითი გავლენის მოხდენის შესაძლებლობას. აღნიშნული შესაძლებლობა შეიძლება გამომდინარეობდეს საკუთრების უფლებიდან, ენერგეტიკული საწარმოს აქტივების მთლიანი ან ნაწილობრივი გამოყენების უფლებიდან და სხვა უფლებებიდან ან ხელშეკრულებებიდან, რომლებიც იძლევა ენერგეტიკული საწარმოს ორგანოების შემადგენლობაზე, ამ ორგანოებში ხმის მიცემაზე ან გადაწყვეტილებების მიღებაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობას
კონტროლი
8 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში
ისეთი მდგომარეობა, როდესაც პირს შეუძლია პირდაპირ ან არაპირდაპირ არსებითი გავლენა მოახდინოს ეკონომიკური აგენტის გადაწყვეტილებაზე და იმავდროულად: მ.ა) პირი ფლობს ეკონომიკური აგენტის ხმის უფლების მქონე აქციების/წილის ისეთ ოდენობას, რომელიც მას საშუალებას აძლევს, დანიშნოს მმართველი ორგანოს წევრთა უმრავლესობა; მ.ბ) პირი ფლობს საოპერაციო აქტივებს მთლიანად ან მათ მნიშვნელოვან ნაწილს; მ.გ) პირი არის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი; მ.დ) პირს აქვს მნიშვნელოვანი ხმის უფლება გარიგებებზე
საწარმოს ხმის უფლების მქონე აქციების/წილის 50 პროცენტის ან 50 პროცენტზე მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფლობა ან/და საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების, მისი წესდების ან/და სხვა აქციონერებთან ან პარტნიორებთან დადებული შეთანხმების საფუძველზე მინიჭებული საწარმოს საქმიანობის მართვის უფლებამოსილება, რომელიც მაკონტროლებელ პირს აძლევს ეკონომიკური სარგებლის მიღებისა და მის ოდენობაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას, მათ შორის, ადმინისტრატორთა უმრავლესობის დანიშვნის ან გათავისუფლების უფლებამოსილებას
საწარმოს ხმის უფლების მქონე აქციების/წილის 50 ან 50-ზე მეტი პროცენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფლობა ან/და მასთან დადებული ხელშეკრულების, მისი წესდების ან/და სხვა აქციონერებთან ან პარტნიორებთან შეთანხმების საფუძველზე, საწარმოს საქმიანობის მართვის უფლებამოსილება, რომელიც მაკონტროლებელ პირს ანიჭებს ეკონომიკური სარგებლის მიღებისა და მის ოდენობაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას, მათ შორის, ადმინისტრატორთა უმრავლესობის დანიშვნის ან გათავისუფლების უფლებამოსილებას
მშობელ და შვილობილ საწარმოებს შორის ურთიერთობა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც სამოქმედოდ შემოღებულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, აგრეთვე მსგავსი ურთიერთობა ნებისმიერ პირსა და საწარმოს შორის. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის შვილობილი საწარმოს შვილობილი საწარმო აგრეთვე ითვლება ამ საწარმოების ზემდგომი მშობელი საწარმოს შვილობილ საწარმოდ
სამეთვალყურეო საბჭოს წევრობა, დირექტორობა ან/და დირექტორთა საბჭოს წევრობა, თავმჯდომარეობა, ასევე ამ თანამდებობებზე პირის დანიშვნის პირდაპირი ან არაპირდაპირი უფლება, აგრეთვე ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების არანაკლებ 20%-ის ფლობა
პირდაპირ თუ არაპირდაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად, ხმის უფლების მქონე აქციების (წილის, პაის) გამოყენებით თუ სხვა გზით ძლიერი ზეგავლენის მოხდენა
ეს ტერმინი საწარმოებს შორის ურთიერთობასთან მიმართებით განიმარტება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად