მახასიათებლებზე დაფუძნებული კავშირი (PBC)

2 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

საჰაერო მოძრაობის მომსახურებაში გამოყენებული მახასიათებლებზე დაფუძნებული კავშირი. შენიშვნა: მოთხოვნილი კავშირის მახასიათებელი (RCP) მოიცავს კავშირის მახასიათებლების მოთხოვნებს, რომლებიც დადგენილია სისტემის კომპონენტების მიმართ, გასაწევი მომსახურების სახეობასთან მიმართებით, და მასთან დაკავშირებული მონაცემების მიწოდების დროს, უწყვეტობას, ქმედუნარიანობას, მთლიანობას, უსაფრთხოებასა და მოწყობილობების ფუნქციურობას, შემოთავაზებული საექსპლუატაციო გარემოსთვის კონკრეტული საჰაერო სივრცის კონცეფციის კონტექსტში/ფარგლებში

საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 3

მახასიათებლების სპეციფიკაციებზე დაფუძნებული კავშირი, რომელიც გამოყენებულია საჰაერო მოძრაობის მომსახურების უზრუნველსაყოფად; შენიშვნა: კავშირის საჭირო მახასიათებლების (RCP) სპეციფიკაცია მოიცავს კავშირის მახასიათებლების მოთხოვნებს, რომლებიც დაკავშირებულია სისტემის კომპონენტებთან კავშირის დამყარებისა და შესაბამისი გადაცემის დროის, უწყვეტობის, ხელმისაწვდომობის, საიმედოობის, უსაფრთხოების და პრაქტიკულობის თვალსაზრისით, რომელიც საჭიროა დაგეგმილი ექსპლუატაციისათვის, კონკრეტულ საჰაერო სივრცესთან მიმართებაში.

დიდი გაბარიტების და ტურბორეაქტიული ძრავების მქონე, საერთო დანიშნულების ავიაციის თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

ყველა ტერმინი →