სტატუსი, რომელიც კონკურსს ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც საკონკურსო კომისია დაადგენს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ამ წესის მოთხოვნათა დაცვით წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების ან/და საკონკურსო წინადადების ფასის გაანგარიშების საკონკურსო პირობებთან შესაბამისობას (თუ კონკურსში მოთხოვნილია საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების ან/და საკონკურსო წინადადების ფასის გაანგარიშების წარმოდგენა) და გამარჯვებულ პრეტენდენტს მოიწვევს ხელშეკრულების დასადებად. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის კონკურსისთვის მინიჭება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ კონკურსში არც ერთმა პრეტენდენტმა არ მიიღო მონაწილეობა ან ამ კონკურსს, დადგენილი წესით, არ მინიჭებია ამ პუნქტის „ნ“–„რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ყველა სტატუსი ამავე პუნქტში მოცემული თანმიმდევრობით
მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება
2 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში
ტენდერის სტატუსი, რომელიც ელექტრონულ ტენდერს ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც იგი სისტემაში ატვირთავს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმს, რომლითაც დასტურდება, რომ გამარჯვებული პრეტენდენტის სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში) შეესაბამება სატენდერო პირობებს და სატენდერო კომისია მიიწვევს მას ხელშეკრულების დასადებად, გარდა ამ წესის მე-40 მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისისა