პირველადი წარმოება
3 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში
პროცესი, რომელიც მოიცავს: მცენარის მოყვანას (მოსავლის აღების, ნაყოფის კრეფის ჩათვლით); ცხოველის გაზრდას, მოშენებას დაკვლამდე, აგრეთვე რძის წველას. პირველადი წარმოება ასევე მოიცავს ნადირობას, თევზჭერას და ველური მცენარეების შეგროვებას
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი · მუხლი 2
პროცესი, რომელიც მოიცავს: მცენარის მოყვანას, მოსავლის აღების, ნაყოფის კრეფის ჩათვლით, ცხოველის გაზრდას, მოშენებას, აგრეთვე რძის წველას. პირველადი წარმოება, ასევე, მოიცავს ველურადმზარდი მცენარეების შეგროვებას
ბიოწარმოების შესახებ · მუხლი 3
პროცესი, რომელიც მოიცავს აკვაკულტურის ცხოველის გაზრდას, მოშენებას დაკვლამდე, პირველადი წარმოება ასევე მოიცავს თევზჭერას
აკვაკულტურის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · მუხლი 3