იურიდიული პირებისაგან შემდგარი ჯგუფის იმ წევრთა ერთობლიობა, რომლებიც არიან კომერციული ბანკი, მიკრობანკი, მათი სათავო საწარმო/საწარმოები, კომერციული ბანკის, მიკრობანკისა და მათი სათავო საწარმოს/საწარმოების შვილობილი, ასოცირებული და ერთობლივი საწარმოები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ და, იმავდროულად, არიან ფინანსური ინსტიტუტები ან/და საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული იურიდიული პირები ან/და საბანკო ჰოლდინგები; ო) მატერიალური რისკის ამღები პირი – ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული მატერიალური რისკის ამღებ პირთა იდენტიფიცირების ინსტრუქციის მიხედვით მიკრობანკის მიერ წინასწარ შემუშავებული რაოდენობრივი და ხარისხობრივი კრიტერიუმების საფუძველზე განსაზღვრული მიკრობანკის თანამშრომელი, რომლის პროფესიულ საქმიანობასაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მიკრობანკის რისკის პროფილზე. მატერიალური რისკის ამღებ პირებს, სულ მცირე, უნდა მიეკუთვნებოდეს: ო.ა) სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატის ყველა წევრი; ო.ბ) თანამშრომელი, რომელსაც აქვს მმართველობითი პასუხისმგებლობა მიკრობანკის კონტროლის ფუნქციებზე ან მნიშვნელოვან ბიზნესერთეულზე; ო.გ) თანამშრომელი, რომლის წინა წლის მთლიანი წლიური ანაზღაურება აღემატება 200,000 ლარს და შეადგენს არანაკლებ დირექტორატისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრთათვის მინიჭებულ საშუალო წლიურ ანაზღაურებას და ამავდროულად, იგი საქმიანობს მიკრობანკის მნიშვნელოვან ბიზნესერთეულში და მის საქმიანობას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ამ ბიზნესერთეულის რისკის პროფილზე
მიკრობანკების კორპორაციული მართვის კოდექსის დამტკიცების თაობაზე