საფრენოსნო დრო

2 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

საერთო დრო, სხ-ის მოძრაობის დაწყებიდან (აფრენის მიზნით) მის სრულ შეჩერებამდე (ფრენის დასრულებისას). შენიშვნა: ეს ტერმინი არის სინონიმი ტერმინებისა: „სრული საფრენოსნო დრო“ ან „დრო ხუნდების აღებიდან დაყენებამდე“, რაც სხ-ის მოძრაობის დაწყებიდან (აფრენის მიზნით) მის სრულ შეჩერებამდე (ფრენის დასრულებისას) იზომება.

თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ · მუხლი 3

საერთო დრო, აფრენის მიზნით ზსხ-ის მიერ მოძრაობის დაწყებიდან (შვეულმფრენისთვის: მზიდი ხრახნის ბრუნვის დაწყებიდან) ფრენის დასრულებისას მის სრულ გაჩერებამდე (შვეულმფრენისთვის: შვეულმფრენის სრულ გაჩერებამდე და მზიდი ხრახნის ბრუნვის შეჩერებამდე)

ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

ყველა ტერმინი →