საგრანტო პერიოდი

2 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

გამარჯვებული საგრანტო პროექტის განხორციელების დროის მონაკვეთი, რომელიც გათვალისწინებულია საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ან/და საგრანტო ხელშეკრულებით

კრიტერიუმები თითოეული კრიტერიუმი ფასდება მაქსიმუმ 5 ქულით, გარდა მე-5 კრიტერიუმისა, რომლის მაქიმალური ქულა არის 25 კომენტარი პროექტი შეესაბამება კონკურსში მოთხოვნილ მიზნებსა და პრიორიტეტებს     პროექტის აქტუალობა  და დასაბუთება ეფუძნება სანდო მტკიცებულებებს     ბენეფიციარები შერჩეულია პროექტის მიზნების შესაბამისად     პროექტის მიზნები მიღწევადია დასახული ამოცანების გადაწყვეტის გზით (პროექტის შინაარსი, მიღწევის გზები, განხორციელების მეთოდოლოგია ხელს უწყობს დასახული მიზნების მიღწევას)     პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი აქტივობების (ტრენინგების ან/და სამუშაო შეხვედრების ან/და სემინარების ან/და სხვა) ხარისხი*     სამოქმედო გეგმა რეალისტურია, თანმიმდევრული და უზრუნველყოფს დასახული მიზნების მიღწევას     პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ადამიანური რესურსი (რაოდენობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები) უზრუნველყოფს პროექტით დასახული მიზნის მიღწევას     წარმოდგენილი მატერიალურ-ტექნიკური რესურსის საშუალებით პროექტის  მიზნის მიღწევა დასაბუთებული და რელევანტურია     ლოგიკურ ჩარჩოში გაწერილი პროექტის მონიტორინგი და შეფასების სისტემა შეესაბამება პროექტის მიზნებს, ეტაპებს, აქტივობებს     საპროექტო განაცხადი ითვალისწინებს პროექტის შედეგების მდგრადობას, ეფექტიანობას და ინსტიტუციურ დანერგვას     პროექტის ბიუჯეტი ხარჯთეფექტური და რეალისტურია. საპროექტო განაცხადის ბიუჯეტი იძლევა პროექტის მიზნის მიღწევის  შესაძლებლობას და შეესაბამება  პროექტის სამოქმედო გეგმას.     კრიტერიუმების შეფასების ჯამური ქულა              75 · მუხლი 2

საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც სახელმწიფო გრანტის მიმღები ახორციელებს საგრანტო პროექტს.

სახელმწიფო გრანტის გაცემისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

ყველა ტერმინი →