საკონტაქტო პირი

2 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

კრედიტის აღებისას ან მისი მოქმედების პერიოდში მომხმარებლის მიერ მითითებული პირი, რომელსაც ფინანსური ორგანიზაცია მომხმარებელთან გაფორმებული ნებისმიერი მოქმედი/აქტიური კრედიტის ხელშეკრულებიდან და/ან კრედიტთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტიდან გამომდინარე უკავშირდება მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის მოძიების მიზნით ან/და მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში

ფინანსური ორგანიზაციების მიერ კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირი. შენიშვნა: ინფორმაცია საკონტაქტო პირის შესახებ ქვეყნდება სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

ყველა ტერმინი →