1. ამ კოდექსის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კრედიტი – ნებისმიერი ტიპის კრედიტი, მათ შორის, ოვერდრაფტი და საკრედიტო ბარათი, მიუხედავად საფინანსო პროდუქტის სახელწოდებისა;

ბ) ფინანსური ორგანიზაცია – კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი და სესხის გამცემი სუბიექტი;

გ) მომხმარებელი – ფინანსური ორგანიზაციის მიმართ საკრედიტო დავალიანების მქონე ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი, გარდა ფინანსური ორგანიზაციისა, ასევე, იპოთეკის/გირავნობის საგნის მესაკუთრე, თავდები/სოლიდარული თავდები;

დ) საკონტაქტო პირი – კრედიტის აღებისას ან მისი მოქმედების პერიოდში მომხმარებლის მიერ მითითებული პირი, რომელსაც ფინანსური ორგანიზაცია მომხმარებელთან გაფორმებული ნებისმიერი მოქმედი/აქტიური კრედიტის ხელშეკრულებიდან და/ან კრედიტთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტიდან გამომდინარე უკავშირდება მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის მოძიების მიზნით ან/და მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ე) საკონტაქტო ინფორმაცია – ფინანსური ორგანიზაციის მიერ მომხმარებლის ან/და საკონტაქტო პირის შესახებ მოპოვებული ინფორმაცია (მისამართი, სამუშაო ადგილი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა და სხვა), რომელიც ფინანსური ორგანიზაციისათვის ცნობილი გახდა მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულებიდან, მომხმარებლის მიერ ფინანსურ ორგანიზაციაში წარდგენილი განცხადებიდან (პრეტენზია/წერილი და ა.შ. სადაც მითითებულია საკონტაქტო ინფორმაცია) ან საჯარო წყაროებიდან;

ვ) უფლებამოსილი პირი – მომხმარებლის წარმომადგენელი ფინანსურ ორგანიზაციასთან ურთიერთობაში, რომლის უფლებამოსილებებიც განსაზღვრულია კანონმდებლობით და სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტით;

ზ) კრედიტის ამოღება – ფინანსური ორგანიზაციის ქმედებების ერთობლიობა მომხმარებლის მიერ კრედიტის დაფარვის მიზნით;

თ) მომხმარებელთან დაკავშირებული მესამე პირი – პირი, რომელსაც ფინანსური ორგანიზაცია უკავშირდება მომხმარებლის შესახებ მხოლოდ ადგილმდებარეობის მოძიების ან მომხმარებელთან დაკავშირების მიზნით;

ი) მესამე პირი – პირი, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელსაც რაიმე ფორმით სამართავად გადაეცა საკრედიტო პორტფელი ან კრედიტი და არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტს.

2. ამ კოდექსში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობ