1. ფინანსური ორგანიზაცია უფლებამოსილია დაუკავშირდეს მხოლოდ დაკავშირების მომენტში არსებული მოქმედი/აქტიური კრედიტის განაცხადში/შეთანხმებაში ან კრედიტთან დაკავშირებულ სხვა დოკუმენტაციაში მომხმარებლის მიერ მითითებულ საკონტაქტო პირს/პირებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი და ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებული წესით.
2. ფინანსური ორგანიზაცია, მომხმარებელთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიების მიზნით, საკონტაქტო პირთან ან/და მომხმარებელთან დაკავშირებულ მესამე პირთან დაკავშირებისას ვალდებულია აღნიშნოს საკუთარი სახელი და დაასახელოს ორგანიზაცია, რომელსაც წარმოადგენს. ამასთან, მომხმარებელთან დაკავშირებულ მესამე პირთან დაკავშირებისას ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია:
ა) პირს მიაწოდოს ინფორმაცია, რომ მას უკავშირდება მხოლოდ მომხმარებლის ადგილმდებარეობის დადგენის ან მომხმარებელთან დაკავშირების მიზნით;
ბ) არ ახსენოს კრედიტის დასახელება, მოცულობა და/ან სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელი იქნება კრედიტის იდენტიფიცირება, რომელთან დაკავშირებითაც ახორციელებს მასთან კომუნიკაცია