1. ფინანსურ ორგანიზაციას ეკრძალება მომხმარებლის, საკონტაქტო პირის, უფლებამოსილი პირის ან/და მომხმარებელთან დაკავშირებული მესამე პირის:

ა) შევიწროება, ზეწოლა, დაშინება, მათ მიმართ რეპუტაციის შემლახავი ან კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება;

ბ) სიტყვიერი ან  ფიზიკური შეურაცხყოფა და მათ მიმართ დამამცირებელი, უხამსი, არაჰუმანური, დისკრიმინაციული ტერმინების გამოყენება.

2. ფინანსურ ორგანიზაციას ასევე ეკრძალება მომხმარებლის ან მისი ოჯახის წევრების საცხოვრებელ სახლში ვიზიტი მათ საკუთრებაში არსებული ქონების აღწერის ან/და რეალიზაციის მიზნით, თუ აღნიშნული ქმედების უფლებამოსილება ფინანსურ ორგანიზაციას არ აქვს მინიჭებული კანონმდებლობი