1. ფინანსური ორგანიზაცია უფლებამოსილია მომხმარებელს, საკონტაქტო პირს ან/და უფლებამოსილ პირს დაუკავშირდეს მხოლოდ მომხმარებლის მიერ მისთვის ამ კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით ნებადართული გზით მოპოვებულ, ასევე, ამ კოდექსის შესაბამისად საკონტაქტო პირის მიერ გადაცემულ  რეკვიზიტებზე. ამასთან, მომხმარებელთან, საკონტაქტო პირთან, უფლებამოსილ პირთან, მომხმარებელთან დაკავშირებულ მესამე პირთან დაკავშირება ან ადგილზე ვიზიტი უნდა მოხდეს მხოლოდ დღის 09:00 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში. ამ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, საქმეს სასამართლო ან დავის განმხილველ სხვა ორგანო განიხილავს და აღნიშნულის მიზნით ხორციელდება მომხმარებელთან კონტაქტი.

2. თუ ფინანსურ ორგანიზაციასთან ურთიერთობისას მომხმარებელს წარმოადგენს სხვა უფლებამოსილი პირი და ამავდროულად, მომხმარებელი წერილობით ითხოვს მის ნაცვლად მხოლოდ უფლებამოსილ პირთან დაკავშირებას, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია  დაუკავშირდეს მხოლოდ უფლებამოსილ პირს და არ აქვს უფლება, განახორციელოს კომუნიკაცია მომხმარებელთან, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ფინანსური ორგანიზაცია ვერ ახერხებს უფლებამოსილ პირთან დაკავშირებას ან უფლებამოსილი პირი უარს აცხადებს ფინანსურ ორგანიზაციასთან მომხმარებლის სახელით კომუნიკაციაზ