1. ფინანსური ორგანიზაციების მიერ კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული ეთიკის კოდექსის (შემდგომში – კოდექსი) მიზანია ფინანსური ორგანიზაციების მიერ კრედიტის ამოღებისას მომხმარებლებთან ურთიერთობის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით მიღებული წესებისა და ჩვეულებების დამკვიდრების, მომხმარებლებში ფინანსური ორგანიზაციების მიმართ სანდო პარტნიორის რეპუტაციის გამყარებისა და კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტის ამოღების პროცესში მათი უფლებების დაცვის ხელშეწყობა.
2. ფინანსური ორგანიზაციისა და მომხმარებლის ურთიერთობა უნდა ემყარებოდეს სანდოობის, გამჭვირვალობის, ურთიერთპატივისცემის, ზუსტი და უტყუარი ინფორმაციის მიწოდებისა და მხარეთა პასუხისმგებლობის საზოგადოდ მიღებულ პრინციპებსა და ნორმებ