ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა კვებითი ღირებულება, ჩვეულებრივ არ გამოიყენება სურსათად და სურსათის მახასიათებელ ინგრედიენტად. ტექნოლოგიური მიზნით სურსათის წარმოების, გადამუშავების, მომზადების, დამუშავების, შეფუთვის, ტრანსპორტირების ან შენახვის დროს სურსათში სპეციალურად დამატებისას ეს ნივთიერება ან მისი გარდაქმნის პროდუქტ(ებ)ი ხდება, ან მაღალი ალბათობით შესაძლებელია გახდეს სურსათის კომპონენტი. საკვებდანამატებს არ მიეკუთვნება: ბ.ა) მონოსაქარიდები, დისაქარიდები, პოლისაქარიდები ან ამ ნივთიერებების შემცველი სურსათი, რომელთა გამოყენება ხდება მათი დამატკბობელი თვისებების გამო; ბ.ბ) სურსათი, გაუწყლოებული (დეჰიდრატირებული) ან კონცენტრირებული, მათ შორის არომატიზატორები (სუნელები, სანელებლები), რომელთა გამოყენება შედგენილი სურსათის წარმოებაში არომატულ, გემურ ან კვებით თვისებებთან ერთად ხდება მათი შეფერვის ეფექტის გამო; ბ.გ) ნივთიერება, რომელიც არ შედის სურსათის შემადგენლობაში, გამოიყენება სურსათის საფარის (გარსის) სახით და არ არის გამიზნული სურსათთან ერთად ადამიანის მიერ გამოყენებისათვის; ბ.დ) პროდუქტი, რომელიც შეიცავს პექტინს და პროდუქტი, რომელიც მიიღება ვაშლის მშრალი გამონაწვილიდან, ციტრუსის კანიდან, კომშიდან ან მათი ნარევიდან გაზავებული მჟავის მოქმედებით და შემდგომ კალიუმის ან ნატრიუმის მარილებით ნეიტრალიზაციით (თხევადი პექტინი); ბ.ე) საფუძველი (ფუძე) საღეჭი რეზინისათვის; ბ.ვ) თეთრი ან ყვითელი დექსტრინი, სახამებელი, თერმულად დამუშავებული დექსტრინიზებული სახამებელი, მჟავით მოდიფიცირებული სახამებელი, ფიზიკურად მოდიფიცირებული სახამებელი ან ამინოლიზური ფერმენტებით დამუშავებული სახამებელი; ბ.ზ) ამონიუმის ქლორიდი; ბ.თ) სისხლის პლაზმა, სასურსათო ჟელატინი, ცილის ჰიდროლიზატები და მათი მარილები, რძის ცილა და გლუტენი; ბ.ი) ამინომჟავები და მათი მარილები, გარდა გლუტამინის მჟავის, გლიცინის, ცისტეინის და ცისტინისა და მათი მარილებისა, რომლებიც არ ასრულებენ არანაირ ტექნოლოგიურ ფუნქციას; ბ.კ) კაზეინი და კაზეინატი; ბ.ლ) ინულინი
საკვებდანამატი
3 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში
ნივთიერება, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში არ გამოიყენება სურსათად/ცხოველის საკვებად, მაგრამ ემატება სურსათს/ცხოველის საკვებს წარმოების, გადამუშავების, შეფუთვისა და შენახვის დროს, რის შედეგადაც ეს ნივთიერება ან მისი გარდაქმნის პროდუქტი სურსათის/ცხოველის საკვების ინგრედიენტი ხდება
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი
ნივთიერება, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში არ გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვებად, მაგრამ ემატება სურსათს/ცხოველის საკვებს წარმოების, გადამუშავებისა და შენახვის დროს, რის შედეგადაც ეს ნივთიერება სურსათის/ცხოველის საკვების ინგრედიენტი ხდება შეცვლილი ან უცვლელი ფორმით