საპატიო მიზეზი

4 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენას ან ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ვალდებულების შესრულებას, რასაც ადასტურებს ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება აგრეთვე დაუძლეველი ძალა (ფორსმაჟორი), კერძოდ, სტიქიური უბედურება, ავარია, ხანძარი, მასობრივი არეულობა, სამხედრო მოქმედება, კარანტინის ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ან/და სხვა ისეთი გარემოება, რომლის გამოც უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენა ან ამ კანონით გათვალისწინებული სხვა ვალდებულების შესრულება ობიექტურად შეუძლებელი ხდება. გარდა ამისა, საპატიო მიზეზად ჩაითვლება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოში მყოფი ოჯახის წევრის გარდაცვალება, რასაც ადასტურებს უფლებამოსილი სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი

ON INTERNATIONAL PROTECTION · მუხლი 3

ობიექტური გარემოება (მხარის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა ან გარდაცვალება და სხვა განსაკუთრებული გარემოებები), რომელიც მხარისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის მხარის მიერ ამ წესით დაკისრებული ვალდებულების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ გაცემული, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტით. საპატიო მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილი უნდა იქნეს საპატიო მიზეზის აღმოფხვრიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

ობიექტური გარემოება (მხარის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა ან გარდაცვალება და სხვა განსაკუთრებული გარემოებები), რომელიც მხარისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის მხარის მიერ ამ წესით დაკისრებული ვალდებულების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ გაცემული, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტით. საპატიო მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილ უნდა იქნეს საპატიო მიზეზის აღმოფხვრიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

პირის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა, პირის ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც პირს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებისგან გათავისუფლების საფუძველს აძლევს. საპატიო მიზეზი დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული მიზეზის დოკუმენტურად დადასტურება შეუძლებელია. პირის ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავების წრე განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით

არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ · მუხლი 21

ყველა ტერმინი →