შერჩევა-შეფასება

2 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

ტენდერის სტატუსი, რომელიც მოიცავს ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის ეტაპს, რა დროსაც ფასდება პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ნიმუშის, ექსპერტიზის დასკვნის ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა, გარდა ამ წესის მე-40 მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტენდერის სტატუსი ელექტრონულ ტენდერს ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით, მას შემდეგ, რაც შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი სისტემაში ატვირთავს სატენდერო კომისიის შესაბამის სხდომის ოქმს

ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

კონკურსის მიმდინარეობის ეტაპი, რომლის დროსაც ფასდება პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის საკონკურსო პირობებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა. კონკურსს სტატუსი „შერჩევა-შეფასება“ სისტემის მეშვეობით ენიჭება ავტომატურად, მას შემდეგ, რაც საკონკურსო კომისია სისტემაში ატვირთავს საკონკურსო კომისიის სხდომის შესაბამის ოქმს. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტატუსის კონკურსისთვის მინიჭება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ კონკურსს, დადგენილი წესით, არ მინიჭებია ამ პუნქტის „ნ“–„პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ყველა სტატუსი ამავე პუნქტში მოცემული თანმიმდევრობით

კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

ყველა ტერმინი →